საფრანგეთის გინეკოლოგთა ასოციაციის 12-ე საერთაშორისო კონგრესი

თარიღი:

2014 წლის 16-18 ოქტომბერს ქალაქ პარიზში ჩატარდა საფრანგეთის გინეკოლოგთა ასოციაციის 12-ე საერთაშორისო კონგრესი, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის „უნივერსი“ თანამშრომლებმა დირექტორის მოადგილემ სამეცნიერო-სასწავლო დარგში პროფ. ჯენარო ქრისტესაშვილმა და დირექტორის მოადგილემ ლევან კობალაძემ.

კონგრესზე მოხსენებით წარსდგა პროფესორი ჯენარო ქრისტესაშვილი („პაციენტები 46,XY კარიოტიპით და ქალური ფენოტიპით), რომელმაც  კონგრესის სამეცნიერო კომიტეტის და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, პრეზენტაციაში წარმოდგენილი საკუთარი მასალის უნიკალურობიდან, მოხსენებული თემატიკის აქტუალობიდან და პრეზენტაციის უმაღლესი ხარისხიდან გამომდინარე.

რმც „უნივერსის“ ბაზაზე შესრულებული კვლევების სამეცნიერო სიახლე, აქტუალობა, შესრულების დონე და მიღებული შედეგები სრულიად შეესაბამება მსოფლიო თანამედროვე სტანდარტებს, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა თანამშრომლობის სურვილი როგორც კლინიკური საქმიანობის, ასევე  ერთობლივი კვლევების ჩატარების მიმართულებით. დაიგეგმა რამდენიმე წამყვანი მეცნიერის სტუმრობა საქართველოში, რათა მოხდეს ქართველი კოლეგებისათვის თანამედროვე უცხოური ცოდნისა და გამცდილების გაზიარება.

მსგავი სიახლეები