მინდა გავხდე სუროგატი დედა

+995 592 99 70 32

0
Affected Countries
0
Confirmed Cases
0
Recovered Cases
0
Worldwide Deaths

სუროგატული დედობა

ხანდახან ცხოვრებაში იქმნება ისეთი გარემოებები, როდესაც ქალს არ შეუძლია დამოუკიდებლად დაორსულდეს და გააჩინოს შვილი, თუმცა, ასეთ სიტუაციაშიც კი, შესაძლებელია მისი დახმარება დედობის ბედნიერების პოვნაში.

 

საქართველოში სუროგატული დედობის პროგრამების ფარგლებში შვილების გაჩენის შესაძლებლობა კანონმდებლობით არის დამტკიცებული, რასაც არაერთი უპირატესობა აქვს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში:

დედობის გარანტია: სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვის დედა არის ქალი, რომელმაც სუროგატ დედასთან გააფორმა სუროგატული დედობის ხელშეკრულება. თუ ქალი, რომელმაც სუროგატ დედასთან გააფორმა სუროგატული დედობის ხელშეკრულება, არ არის დაქორწინებული, ბავშვის მამის შესახებ ინფორმაცია დაბადების მოწმობაში შეიტანება დედის გვარით, მისივე მითითებით ჩაიწერება ბავშვის სახელი და მამის სახელი.

– სუროგატ დედას არ აქვს უფლება პრეტენზია იქონიოს სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვის დედობაზე;

– საქართველოში დაბადებული ბავშვის დაბადების მოწმობაში არ იქნება ასახული ინფორმაცია სუროგატი დედისა და დონორის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

– მისაღები ფასები;

– უვიზო რეჟიმი მრვალი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

მუხლი 143
ინ ვიტრო (IVF) ნებადართულია:

უნაყოფობის სამკურნალოდ, ასევე ცოლის ან ქმრის მიერ გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას, წყვილის ან დონორის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენებით, წყვილის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის სხვა ქალის („სუროგატი დედა“) საშვილოსნოში  გადატანისა და გაზრდისთვის. აუცილებელია წყვილის წერილობითი თანხმობა.

ბავშვის დაბადების შემთხვევაში მშობლებად ითვლება წყვილი, რასაც თან ახლავს შესაბამისი პასუხისმგებლობები და უფლებამოსილებები. არც დონორს და არც სუროგატ დედას არ აქვთ ბავშვის მშობლებად აღიარების უფლება

მუხლი 144

ხელოვნური განაყოფიერების მიზნით დასაშვებია მამრობითი და მდედრობითი სასქესო უჯრედების ან გაყინვის მეთოდით კონსერვირებული ემბრიონის გამოყენება. კონსერვაციის დრო განისაზღვრება წყვილის სურვილისამებრ, დადგენილი პროცედურის შესაბამისად.

კლინიკა თანამშრომლობისთვის იწვევს ახალგაზრდა ჯანმრთელ ქალებს, რათა ისინი დაეხმარონ სხვებს, გახდნენ მშობლები.
ჩვენი კლინიკა არის სუროგატი დედის მაღალი ანაზღაურების და დროულად გადახდის გარანტია!

ვინ შეიძლება გახდეს სუროგატი დედა?

სუროგატი დედის შერჩევისას მხედველობაში მიიღება შემდეგი პირობები:

  1. ასაკი 20-დან 36 წლამდე;
  2. თუნდაც ერთი ჯანმრთელი, საკუთარი შვილის ყოლა;
  3. არ იყოს ნასამართლევი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, არ ჰქონდეს ჩამორთმეული მშობლის უფლებები, არ იყოს ცნობილი ქმედუუნაროდ, არ იყოს ეჭვმიტანილი სისხლის სამართლის საქმეში;
  4. არ ჰქონდეს სუროგატი დედობის ისეთი სამედიცინო უკუჩვენებები, როგორიცაა ტუბერკულოზი, არანამკურნალევი ავთვისებიანი დაავადებები, გაფანტული სკლეროზი, ეპილეფსია, არტერიული ჰიპერტენზია და კანონით განსაზღვრული სხვა მდგომარეობები.

რა არის სუროგატი დედის მოვალეობები?

სუროგატი დედა ვალდებულია:

  • მომავალ ბიოლოგიურ მშობლებს მიაწოდოს სრული ინფორმაცია თავისი სამედიცინო გამოკვლევების შედეგებისა და მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
  • გაიაროს სამედიცინო შემოწმება  დადგენილ ვადებში;
  • შეასრულოს ექიმების ყველა მითითება/დანიშნულება;
  • მომავალ მშობლებს მუდმივად მიაწოდოს სრული ინფორმაცია თავისი და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
  • იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით, არ მოწიოს, არ გამოიყენოს ნარკოტიკები და ალკოჰოლი;
  • დაბადების შემდეგ ბავშვი დადგენილ ვადაში გადასცეს ბიოლოგიურ მშობლებ;
  • არ გაასაჯაროვოს ინფორმაცია სუროგატული დედობის პროგრამაში მისი მონაწილეობისა და ამ ხელშეკრულების მონაწილეების შესახებ;
  • შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.