2025 წლის 4 დეკემბერს, ჟორდანია- ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტში გაიმართა რეპროდუქციული მედიცინისათვის მნიშვნელოვანი პროფესიული ღონისძიება, სადაც რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის „უნივერის“ გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა თემურ გაგნიძემ, წარადგინა მოხსენება თემაზე: ✅„სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაცია უცნობი გენეზის უნაყოფობისა და ოგდ წყვილების მამრობითი სქესის პარტნიორების შემთხვევაში“. 👉🏼მოხსენებაში დეტალურად იქნა განხილული სპერმის დნმ-ის ინტეგრაციის კლინიკური მნიშვნელობა, მისი როლი უცნობი გენეზის უნაყოფობის დიაგნოსტიკასა და მართვაში, ასევე თანამედროვე კვლევებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე წარმოდგენილი იყო არაერთი მნიშვნელოვანი მონაცემი. ბატონმა თემურ გაგნიძემ მიმოიხილა როგორც დიაგნოსტიკის ინოვაციური მეთოდები,ისე პრაქტიკული მიდგომები, რომლებიც ემყარება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეპროდუქციული შედეგების გაუმჯობესებაზე. 📚ღონისძიებას დაესწრნენ რეპროდუქციული მედიცინისა და შესაბამისი სპეციალისტების ფართო სპექტრი, მათ შორის რეპროდუქტოლოგები, ანდროლოგები, გინეკოლოგები და ემბრიოლოგები, რომლებმაც აქტიურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა და მოხსენების თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები ინტერესებით განიხილეს. 🔎შეხვედრა გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული სტანდარტით, მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაციით და ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისადმი განსაკუთრებული ყურადღებით.
Meeting 4.12.2025

Date:

On December 4, 2025, a significant professional event for reproductive medicine took place at the Jordania-Khomasuridze Institute of Reproductive Medicine, whereGagnidze, General Director of the Reproductive Medicine Center “Universe,” delivered a presentation on the topic:

✅“Sperm DNA Fragmentation in Cases of Unexplained Infertility and Male Partners of RPL Couples.”

👉🏼The presentation provided a detailed discussion on the clinical significance of sperm DNA integrity, its role in the diagnosis and management of unexplained infertility, and included numerous important findings based on modern research and international recommendations. Mr. Gagnidze reviewed both innovative diagnostic methods and practical, evidence-based approaches that have a significant impact on improving reproductive outcomes.

📚📚 The event was attended by a wide range of specialists in reproductive medicine, including reproductive endocrinologists, andrologists, gynecologists, and embryologists, who actively participated in discussions and engaged with the topics presented.

🔎The meeting stood out for its high professional standards, scientifically grounded information, and particular emphasis on fostering collaboration between institutions.

Other news