OUR TEAM

Teimuraz Gagnidze

Academic Doctor of Medicine, Doctor Andrologist, Reproductologist

General Director of the Center for Reproductive Medicine "Universe" President of the Georgian Association of Andrologists

Levan Kobaladze

Academic Doctor of Medicine, Master of Public Administration, Doctor Sexologist

Member of the European Society for Sexual Medicine (ESSM)

Genaro Christesashvili

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ექიმი რეპროდუქტოლოგი, მეან–გინეკოლოგი, გენეტიკოსი, რმც ,,უნივერსის“ დირექტორის მოადგილე

ორსულობის განმეორებითი დანაკარგების მართვის სამეცნიერო - პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი, თსუ მედიცინის ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიის კათედრის პროფესორი.

Mari Mikadze

Academic Doctor of Medicine, Doctor of Reproductology, Obstetrician-Gynecologist

Maia Jashiashvili

Deputy Director in Clinical Affairs, Obstetrician-Gynecologistv

Member of the European Society of Oncology and Gynecology (ESGO)

Genaro Christesashvili

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ექიმი რეპროდუქტოლოგი, მეან–გინეკოლოგი, გენეტიკოსი, რმც ,,უნივერსის“ დირექტორის მოადგილე, ორსულობის განმეორებითი დანაკარგების მართვის სამეცნიერო - პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი, თსუ მედიცინის ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიის კათედრის პროფესორი.

მიღწევები

სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის სფეროები:

  • უნაყოფობა;
  • ორსულობის განმეორებითი დანაკარგები ( ჩვეული აბორტები);
  • სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი ანომალიები;
  • ენდოკრინული ფაქტორებით და გენეტიკურად განპირობებული რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევები ქალებში, მამაკაცებში, ბავშვებში და მოზარდებში.
  • სქესობრივი მომწიფების დარღვევები ;
  • მენოპაუზალური პერიოდის მართვა;

განათლება:

2003  – თრეინინგ კურსი ”მოზარდობა და მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა ორგანიზანიებული UNFPA-ს მიერ (ანკარა, თურქეთი, სერტიფიკატი);

2002 –  ჯანმო-ს (WHO) თრეინინგ კურსი ”ეთიკა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში” (მოსკოვი, რუსეთი, სერტიფიკატი);

1999 – ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის თრეინინგ კურსი გადაწყვეტილების მიმღებთათვის ”მიღწევები ოჯახის ჯანმრთელობის კომუნიკაციებში” (ანტალია, თურქეთი, სერტიფიკატი);

1997 –  WHO და UNFPA-ს საერთაშორისო დიპლომისშემდგომი მომზადების საბაზისო კურსი რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ოჯახის დაგეგმვაში (დებრეცენი, უნგრეთი, სერტიფიკატი);

1965-69  –  ასპირანტურა ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტში ;

1959-65 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი წარჩინებით .

 

 

პროფესიული გამოცდილება:

2012 – დღემდე – რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის ,,უნივერსი“ გენერალური დირექტორის მოადგილე სამეცნიერო და სასწავლო დარგში;  ორსულობის განმეორებითი დანაკარგების მართვის სამეცნიერო – პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი.

2004 – დღემდე – ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი;

1998 – დღემდე – გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კონსულტანტი, პროგრამების კოორდინატორი და ტრენერი რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში.

1989 – 2012 – ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილე სამეცნიერო და სასწავლო დარგში, რეპროდუქციული ფუნქციის ჩამოყალიბების და კლინიკური გენეტიკის განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელი;

1973 – 1989 – კ. ჩაჩავას სახ. მეანობა-გინეკოლოგია-პერინატოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური გენეტიკის განყოფილების ხელმძღვანელი;

1965 – 1973 – ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი, სწავლული მდივანი.

 

სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა:

ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი;

ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიის კათედრის სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი და პედაგოგი მეანობა-გინეკოლოგიაში;

ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიის კათედრის სადოქტორო პროგრამების დირექტორი;

საქართველოს სამედიცინო აკადემიის რეპროდუქტოლოგიის კათედრის პროფესორი;

უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“-ს გენეტიკის კურსის ხელძღვანელი;

ე.ფიფიას სამედიცინო ინსტიტუტის გენეტიკის კურსის ხელძღვანელი;

30 სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი (მათ შორის 25 დაცული), 277 სამეცნიერო ნაშრომის, 2 მონოგრაფიის, 2 გაიდლაინის და 3 სახელმძღვანელოს,  5 რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის და 153 პოპულარული სტატიის ავტორი; 4 კლინიკური კვლევის ხელმძღვანელი და მონაწილე, რეპროდუქტოლოგიაში რეზიდენტურის პროგრამის ავტორი; 46 საერთაშორისო კონგრესისა და სიმპოზიუმის მონაწილე და მომხსენებელი.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში 3 პოპულარული წიგნის და 15 ბროშურის ავტორი;

მის მიერ პირველად საქართველოში ჩატარებული და დანერგილია ქრომოსომული ანალიზი – კარიოტიპირება.

აქტიურად მონაწილეობს სტუდენტთა სწავლების და ექიმთა პოსტდიპლომური განათლების სფეროში (კურიკულუმების შედგენა, დაგეგმვა, განხორციელება).

სამეცნიერო ხარისხი:

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი – სადოქტორო დისერტაცია – 1984 წელი, ქ. მოსკოვი;

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი – საკანდიდატო დისერტაცია –  1969 წელი, ქ. მოსკოვი

პროფესიული საზოგადოების წევრობა:

საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის ასოცირებული წევრი, ევროპის კონტრაცეპციისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის წევრი, ევროპის ციტოგენეტიკოსთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი საქართველოდან, საქართველოს და საერთაშორისო 4 პროფესიული აკადემიის წევრი.

ჯილდოები:

დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით ;

2021 წლის 24 დეკემბერს  მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივანე თარხნიშვილის სახელობითი პრემია მონოგრაფიისათვის – „  სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი დარღვევები“.