მჭირდება სუროგატი დედა

+995 592 99 70 32

0
Affected Countries
0
Confirmed Cases
0
Recovered Cases
0
Worldwide Deaths

სუროგატული დედობა

ხანდახან ცხოვრებაში იქმნება ისეთი გარემოებები, როდესაც ქალს არ შეუძლია დამოუკიდებლად დაორსულდეს და გააჩინოს შვილი, თუმცა, ასეთ სიტუაციაშიც კი, შესაძლებელია მისი დახმარება დედობის ბედნიერების პოვნაში.

 

საქართველოში სუროგატული დედობის პროგრამების ფარგლებში შვილების გაჩენის შესაძლებლობა კანონმდებლობით არის დამტკიცებული, რასაც არაერთი უპირატესობა აქვს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში:

დედობის გარანტია: სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვის დედა არის ქალი, რომელმაც სუროგატ დედასთან გააფორმა სუროგატული დედობის ხელშეკრულება. თუ ქალი, რომელმაც სუროგატ დედასთან გააფორმა სუროგატული დედობის ხელშეკრულება, არ არის დაქორწინებული, ბავშვის მამის შესახებ ინფორმაცია დაბადების მოწმობაში შეიტანება დედის გვარით, მისივე მითითებით ჩაიწერება ბავშვის სახელი და მამის სახელი.

– სუროგატ დედას არ აქვს უფლება პრეტენზია იქონიოს სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვის დედობაზე;

– საქართველოში დაბადებული ბავშვის დაბადების მოწმობაში არ იქნება ასახული ინფორმაცია სუროგატი დედისა და დონორის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

– მისაღები ფასები;

– უვიზო რეჟიმი მრვალი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

მუხლი 143
ინ ვიტრო (IVF) ნებადართულია:

უნაყოფობის სამკურნალოდ, ასევე ცოლის ან ქმრის მიერ გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას, წყვილის ან დონორის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენებით, წყვილის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის სხვა ქალის („სუროგატი დედა“) საშვილოსნოში  გადატანისა და გაზრდისთვის. აუცილებელია წყვილის წერილობითი თანხმობა.

ბავშვის დაბადების შემთხვევაში მშობლებად ითვლება წყვილი, რასაც თან ახლავს შესაბამისი პასუხისმგებლობები და უფლებამოსილებები. არც დონორს და არც სუროგატ დედას არ აქვთ ბავშვის მშობლებად აღიარების უფლება

მუხლი 144

ხელოვნური განაყოფიერების მიზნით დასაშვებია მამრობითი და მდედრობითი სასქესო უჯრედების ან გაყინვის მეთოდით კონსერვირებული ემბრიონის გამოყენება. კონსერვაციის დრო განისაზღვრება წყვილის სურვილისამებრ, დადგენილი პროცედურის შესაბამისად.

 საქართველოში სუროგატული დედობა დაშვებულია როგორც დაქორწინებული წყვილისთვის, ასევე ქორწინებაში არმყოფი ქალებისთვის.

ჩვენს კლინიკაში პირველივე დღიდან ყველა პროცედურის დასრულებამდე, ჩვენი კლინიკის კოორდინატორები და ადვოკატი იქნებიან თქვენ გვერდით და დაგეხმარებიან ყველა პროცედურის შესრულებაში. ბავშვის დაბადების შემდეგ, თქვენ დაგეხმარებით ბავშვისთვის ყველა საჭირო დოკუმენტის შეგროვებასა და იურიდიულად მომზადებაში, აუცილებელი ხელშეკრულებების ჩათვლით.

ეტაპები:  
  1. პოტენციურიგენეტიკურიდედის (მშობლების) გაცნობადაკონსულტაცია
პირადი კოორდინატორი დეტალურად გაგაცნობთ ჩვენს კლინიკას და პროგრამას, გიპასუხებთ თქვენს შეკითხვებზე და ერთობლივი ძალისხმევით დასახავს ყველაზე ოპტიმალურ გზას თქვენი მიზნის მისაღწევად. კონსულტაცია სრულიად უფასოა პოტენციური გენეტიკური დედისთვის (გენეტიკური მშობლებისთვის) მოსახერხებელ დროს, ნებისმიერი მესენჯერის საშუალებით (Skype, Viber, WhatsApp, Telegram, Signal), რომლის დეტალები მითითებულია ჩვენს ვებგვერდზე. ჩვენი კლინიკა არის კონფიდენციალურობის და პერსონალური მონაცემების დაცვის გარანტია.
  1. კლინიკასთან გაფორმებული დოკუმენტებისხელმოწერა
კლინიკასთან სახელშეკრულებო ურთიერთობების გაფორმება სუროგატი დედის შერჩევასთან დაკავშირებით, მისი უფლებებისა და მოვალეობების მითითებით. პოტენციური მშობლებისგან საჭირო იქნება: – პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ნათარგმნი ქართულად; – ქორწინების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ნათარგმნი ქართულად (არსებობის შემთხვევაში). საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს კლინიკას შეუძლია გაგიწიოთ დახმარება დოკუმენტების მომზადებასთან დაკავშირებით.
  1. სუროგატი დედის შერჩევა
სუროგატი დედების მონაცემთა ბაზიდან მინიმუმ ორი კანდიდატის შეთავაზება, გასაუბრება ნებისმიერი მესენჯერის გამოყენებით (Skype, Viber, WhatsApp, Telegram, Signal), საჭიროების შემთხვევაში, პირადი შეხვედრის ორგანიზება.
  1. სუროგატ დედასთან გაფორმებული დოკუმენტების ხელმოწერა
ჩვენი იურისტები დაგეხმარებიან მხარეებს შორის სახელშეკრულებო ვალდებულებების გაფორმებაში, თითოეული მხარის უფლებებისა და მოვალეობების მკაფიო განსდაზღვრით, რითაც დაიცავენ თქვენს ინტერესებს.
  1. სამედიცინო პროცესი
დამოკიდებულია ბევრ გარემოებაზე და ექვემდებარება შეთანხმებას კლინიკასა და პოტენციურ გენეტიკურ დედას (მშობლებს) შორის.
  1. ორსულობა და ბავშვის დაბადება
  1. ბავშვის საბუთების გაფორმება საზღვრის გადაკვეთის მიზნით.
ბავშვის დაბადების შემდეგ ჯანდაცვის დაწესებულებაში გაიცემა ცნობა გენეტიკური დედის სახელზე.

იუსტიციის სახლს წარედგინება მშობლების მიერ დადებული ხელშეკრულება სუროგატული დედობის შესახებ, სუროგატი დედის საშვილოსნოში ემბრიონის გადატანის ცნობა, გაცემული ინ ვიტრო განაყოფიერების განმახოციელებელი კლინიკის მიერ და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი ცნობა, გაცემული სამშობიაროს მიერ, რომელთა საფუძველზეც გაიცემა დაბადების მოწმობა (1 სამუშაო დღე).  თუ ქალი არ არის ქორწინებაში, მონაცემები მამის შესახებ ჩაიწერება გენეტიკური დედის სიტყვებიდან.

ბავშვზე საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო დოკუმენტების შემდგომი დამუშავება დამოკიდებულია უცხო ქვეყნის მოქალაქის მუდმივ საცხოვრებელ ქვეყანაზე და დოკუმენტების მიმართ საკონსულო დაწესებულების მიერ დადგენილ მოთხოვნებზე.

სუროგატული დედობის პროგრამის განხორციელების განმავლობაში კლინიკა უნივერსში თქვენი პირადი კოორდინატორი, იურისტი, სამედიცინო პერსონალი და თარჯიმანი (საჭიროების შემთხვევაში) თქვენთან კავშირზე იქნებიან 24/7 რეჟიმში.