Infertility

Date:

A couple is considered infertile when pregnancy is not observed within 1 year against the background of a regular, unprotected sexual life. The frequency of infertility in couples of childbearing age according to various studies is 10 - 15%. According to recent data, the structure of the causes of infertility is estimated as follows: male factor - 40%, female factor - 40%, combined (female and male at the same time) - 10%, infertility of unknown origin. - 10%.

Infertility in women and men has different causes. Male infertility due to male factor will be discussed separately.

 The most common causes of female infertility are endocrine infertility (ovulation disorders, anovulation) - 30-40% and tubular and peritoneal infertility - 30-40%. 

What is ovulation? - Ovulation involves the rupture of a follicle in the ovary (fluid-containing inserts containing eggs in the ovary) and the transfer of an egg from the ovary. Normally ovulation occurs in the middle of the menstrual cycle and therefore this period is optimal for fertilization. Absence of ovulation is referred to as anovulation. 

The most common causes of anovulatory infertility are polycystic ovary syndrome, as well as hyperprolactinemia (increased levels of prolactin in the blood). Anovulation can also occur in women with other endocrine disorders, such as genetically determined adrenal enzyme deficiency (adrenogenital syndrome), hypothyroidism, decompensated diabetes mellitus, pituitary hypogonadism, etc.

What do the terms milial and peritoneal infertility mean? For fertilization to occur, spermatozoa must pass through the uterus into the fallopian tubes and into the pelvic cavity. This is not possible if the fallopian tubes are impermeable, closed and complicated in the pelvic cavity. In such cases, it is clear that pregnancy cannot occur. 

Chronic infections of the uterus (chlamydia, gonorrhea, ureaplasmosis) and endometriosis are known causes of obstruction of the fallopian tubes, inflammatory lesions of the uterine lining (chronic endometritis) and pelvic organs. Endometriosis is a chronic progressive disease characterized by the presence of tissues similar to the mucous membrane (endometrium) surrounding the uterine cavity, but not in the uterine cavity, but, for example, in the muscular layer of the uterus, ovaries, pelvis and possibly other organs. Fluid released from endometrial lesions damages surrounding tissues, causing scarring.

Clinical manifestations of endometriosis include chronic pelvic pain, painful menstruation and sexual intercourse, and more. Endometriosis of the uterus (adenomyosis) is often manifested by heavy and prolonged menstruation and subsequent anemia. The chance of pregnancy decreases with adenomyosis. Endometriosis of the fallopian tubes is manifested by a violation of their passage, often accompanied by a scarring process that has developed in the pelvic cavity. Both of these factors contribute to infertility. Endometriosis in the ovaries is manifested by endometrial cysts, the discharge from which damages the surrounding follicular apparatus and disrupts their function, which also affects the reduction in the possibility of pregnancy.

For some reason, infertility can lead to birth defects, which can lead to incomplete development of the uterus or uterus during pregnancy. Clear and structural abnormalities of the sex X-chromosomes lead to the complete absence of the follicular apparatus in the gonads or very poorly seen, which occurs not so much without development, but also due to the development of infertility.

რიგ  შემთხვევებში გარეგნულად ნორმალურ ქალში შეიძლება არ არსებობდეს საშვილოსნო და საშოს ზემო  ორი მესამედი, ასეთ შემთხვევეში ცხადია ბუნებრივი გზით დაორსულება გამორიცხულია. საშვილოსნო შეიძლება იყოს ორქიანი, ტიხრიანი, ერთრქიანი, T – ს ფორმის და სხვა, რაც  ხელს უშლის  განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს ლორწოვანში ნორმალური ჩანერგვას და განვითარებას.  ასეთ შემთვევებში ხშირია ორსულობის თვითნებითი შეწყვეტა.

გარდა საშვილოსნოს თანდაყოლილი ანომალიებისა ორსულობის დადგომისთვის ხელშემშლელ  ფაქტორებად გვევლინება საშვილოსნოს ისეთი შეძენილი პათოლოგიები, როგორებიცაა ანთებითი პროცესის შედეგად განვითარებული მკვეთრად გამოხატული შეხორცებები  საშვილოსნოს ღრუში, საშვილოსნოს ღრუს პოლიპი, საშვილოსნოს მიომა და სხვ.

რიგ შემთხვევებში ( 5%) საშვილოსსნო ღრუში სპერმატოზოიდების შეღწევას ხელს უშვლის საშვილოსნოს ყელში მათი ბლოკირება ანტისპერმული ანტისხეულებით. იმუნოლოგიური დარღვევები რომლებიც განაპირობებენ უნაყოფობას შეიძლება იყოს გამოწვეული ანტისპერმული ანტისხეულების გამომუშავებით მამაკაცის ორგანიზმში. ანტისპერმული ანტისხეულები  ვლინდება სისხლში, საშვილოსნოს ყელის ლორწოში, სპერმაში, იწვევს სპერმატოზოიდების შეწებებას და ინაქტივაციას, არღვევს მათ ტრანსპორტს და კვერცხუჯრედში შეღწევას.

რიგ შემთხვევებში დაორსულებას ხელს შუშლის არარეგულარული სქეოსობრივი ცხოვრება, როდესაც შესაძლებელია სქესობრივი კონტაქტები ხდებოდეს განაყოფიერებისათვის არასახრბიელო პერიოდში, როდესაც არ ხდება ოვულაცია. ეს შეიძლება იყოს სოციალური ფაქტორებით განპირობებული, ან იყოს სქესობრივი დისფუნქციების შედეგი, რაც მოითხოვს სექსოლოგის ჩარევას.

რიგ შემთხვევებში უნაყოფობის მიზეზი ვერ დგინდება და განიხილება უცნობი გენეზის უნაყოფობის დიაგნოზი.

ცხადია, როდესაც განვიხილავთ უნაყოფობის საკითხს, უნდა ვიცოდეთ როგორ შევამციროთ  მისი განვითარების რისკი. ცნობილია, რომ ქალის მაღალი ასაკი  ამცირებს ორსულობის დადგომის შანსს, რაც განპირობებულია 35 წლის ასაკიდან  დაწყებული საკვერცხეებში ფოლიკულების რიცხვის შემცირებით და მათი ხარისხის გაუარესებით. იზრდება ასევე ემბრიონში ქრომოსომული დარღვევების (დაუნის სინდრომი) რისკიც და სხვა. 

ეს საკითხი დღეს მეტად აქტუალურია, ვინაიდან მთელს მსოფლიოში , მათ შორის საქართველოშიც, ადგილი აქვს ორსულობის გადავადებას უფროს ასაკში. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია რეპროდუქციული მასალების ( კვერცხუჯრედი,ადრეული ემბრიონი) გაყინვა (კრიოპრეზერვაცია) და შენახვა ახალგაზრდა ასაკში და მათი გამოყენება მოგვიანებით.

ენდოკრინული ფაქტორებით განპირობებული უნაყოფობის პრევენცია უნად ემყარებოდეს ამ დარღვევების მკურნალობას და მათი დადგენისთანავე. დიაგნოზი უნდა იყოს დასმული სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე და მკურნალობით უნდა იქნეს მიღწეული ჰორმონული დარღვევების მყარი კომპენსაცია.

ჩვენი დაკვირვების  ქვეშ მყოფ მოზარდ პაციენტებს სხვადასხვა ენდოკრინული დარღვევებით ჩატარებული სრულყოფილი გამოკვლევების და მკურნალობის შემდეგ მოზრდილობაში  უნაყოფობა არ აღენიშნებოდათ. თუ ჰორმონული ფონის მოწესრიგების და კლინიკური გამოვლინებების ალაგების ფონზე ოვულაცია არ აღდგება, ასეთ შემთხვევებში ტარდება ოვულაციის სტიმულაცია მედიკამენტოზურად. რიგ შემთხვევაში ასეთ პაციენტებში მაგ : ჰიპოფიზარული ჰიპოგონადიზმი, პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი, მიმართავენ ინ ვიტრო განაყოფიერებას.

მილსიმიერი უნაყოფობის პრევენცია მდგომარეობს სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესების და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა დროული და სრულყოფილი დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ამასთან აუცილებელ პირობას წარმოადგენს წყვილის (ქალის და მამაკაცის) ერთდროული მკურნალობა.

ენდომეტრიოზის შემთხვევაში რაც უფრო ადრე დგინდება დიაგნოზი და იწყება მედიკამენტოზური მკურნალობა, მით მეტად მცირდება შეუქცევადი პროცესების და უნაყოფობის განვითარების რისკი.

იდეალური სიტუაციაა , როდესაც წყვილი  ქორწინებამდე მიმართვას კლინიკას  და იტარებს პროფილაქტიკურ  გამოკვლევებს და საჭიროებისას მკურნალობას.  ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პარტნიორისთვის გადაცემის რისკის შესამცირებლად.

პირველი კითხვები, რომლებიც უჩნდება უნაყოფო წყვილს შემდეგია : როდის უნდა მიმართონ ექიმს? რომელ ექიმს და დაწესებულებას უნდა მიმართონ?

დღეისათვის მიღებულია, რომ ახალგაზრდა წყვილებმა უნდა მიმართონ ექიმს თუ  1 წლის განმავლობაში დაუცველი, რეგულარული სქესობრივი ცხოვრების ფონზე ორსულობა არ დგება. 35 წლის ასაკიდან და მასზე უფროსი ასაკის ქალების შემთხვევაში ექიმთან მიმართვა უნდა მოხდეს უფრო ადრე – 6 თვეში. 

რომელ დაწესებულებას უნდა მიმართონ წყვილებმა უნაყოფობით?  გასაგებია, რომ ჯანდაცვის პირველადი რგოლი ასეთ შემთხვევებში ვერ უზრუნველყოფს უნაყოფო წყვილების სრულყოფილ გამოკვლევას და მკურნალობას და შესაბამისად იკარგება წლები და ფინანსები უშედეგოდ.  ამდენად, მიზანშეწონილია, რომ უნაყოფობის გამო წყვილებმა თავიდანვე მიმართონ სპეციალიზირებულ დაწესებულებას, რომელშიც შესძლებენ ჩაიტარონ კომპლექსური, სრულყოფილი თანამედროვე დონის გამოკვლევა (  3 D ულტრაბგერითი გამოკვლევა, რენტგენოლოგიური  ჰისტეროსალპინგოგრაფია, ჰისტეროსკოპია, ლაპაროსკოპია ,ჰორმონული , გენეტიკური, იმუნოლოგიური კვლევები ) და მკურნალობა როგორც კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდებით, ასევე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების მეთოდების გამოყენებით. ამასთან ასეთ  დაწესებულებაში მომუშავე სამედიცინო პერსონალს გააჩნია სათანადო ცოდნა და გამოცდილება. უნაყოფობის შემთხვევებში მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკის და მკურნალობის გარდა სწორი პროგნოზირებაც. ზოგ შემთხვევებში, მაგ. საშვილოსნოს არარსებობისას ნათელია, რომ ბუნებრივი გზით დაორსულება შეუძლებელი იქნება და თავიდანვე იგეგმება სუროგაციის პროგრამაში ჩართვა. თუ საშვილოსნოს მილები გაუმტარია ან ამოკვეთილი ორსულობის მისაღებად  ინ ვიტრო განაყოფიერება ერთადერთი ალტერნატივაა.  სხვა შემხთვევებში კი ჯერ უნდა იცადოს კონსერვატიული  თუ ქირურგიული მკურნალობის გამოყენებით ბუნებრუივი გზით ორსულობის მიღწევა, მაგრამ ეს პერიოდიც არ უნდა იყოს უსასრულო . თუ ორსულობა არ იქნა მიღწეული ოპტიმალურია დაახლოებით 2 წლის შემდეგ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენება (ინსემინაცია, ინ ვიტრო განაყოფიერება). არ არის გამართლებული ასევე ამ ტექნოლოგიების გამოყენება უნაყოფობის მკურნალობის მიზნით საწყისს ეტაპზე ბუნებრივი გზით დაორსულების მცდელობამდე, სადაც ეს შესაძლებელია.

უნაყოფობის  მიზეზის დადგენის შემდეგ თუ პრობლემა ვლინდება მამაკაცში მის მიზნობრივ მართვას აგრძელებს ანდროლოგ -რეპროდუქტოლოგი, რომელიც უსათუოდ მუშაობს სპეციალიზირებულ დაწესებულებაში.

ქალებში რეპროდუქციულ-ენდოკრინული დარღვევებით (პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი, ჰიპოთირეოზი, ჰიპოფიზალური ჰიპოგონადიზმი და სხვა)  კონსერვატიული მკურნალობა ტარდება შესაბამისი ჰორმონებით : სასქესო ჰორმონები, ფარისებური ჯირკვლის ჰორმონები, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის  ჰორმონები  და სხვა. ჰიპერპროლაქტინემიის მკურნალობა ტარდება არაჰორმონული სპეციფიური პრეპარატებით.

ენდომეტრიოზის თერაპია მოიცავს როგორც ჰორმონულ, ასევე საჭიროებისას ქირურგიულ მკურნალობას.

ქირურგიული მკურნალობა საჭირო ხდება საშვილოსნოს ისეთი პათოლოგიების მართვაში, როგორებიცაა საშვილოსნოს ღრუს პოლიპი, მიომა, საშვილოსნოს ღრუს ტიხარი, T-ებრი საშვილონო და სხვა.

უნაყოფობის კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობის უშედეგობის  შემდეგ განიხილება წყვილის ინ-ვიტრო განაყოფიერების პროგრამაში ჩართვის საკითხი, როგორც ქალის , ასევე მამაკაცის ჩვენებით.

Other news