საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა VIII საერთაშორისო კონგრესი “თანამედროვე მიდგომები მეანობა-გინეკოლოგიის ძველი პრობლემებისადმი”
2019 წლის 27-28 მაისს ჩატარდა საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა VIII საერთაშორისო კონგრესი “თანამედროვე მიდგომები მეანობა-გინეკოლოგიის ძველი პრობლემებისადმი”, მიძღვნილი აკადემიკოს კონსტანტინე ჩაჩავას 100 წლისთავს.
კონგრესზე რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ “უნივერსი”-დან მოხსენებით წარსდგნენ:
- რმც “უნივერსის” გენერალური დირექტორი, მედ. დოქტორი თეიმურაზ გაგნიძე – “მამაკაცის ფაქტორი უნაყოფობისა და ორსულობის დანაკარგებში”;
- რმც “უნივერსის” გენერალური დირექტორის მოადგილე სამეცნიერო-სასწავლო დარგში, პროფესორი, მედ. მეც.დოქტორი ჯენარო ქრისტესაშვილი და გენერალური დირექტორის მოადგილე, მედ. დოქტორი ლევან კობალაძე – “უნაყოფობა, როგორც ორსულობის დანაკარგების მიზეზი და შედეგი”;
- რმც “უნივერსის” გენერალური დირექტორის მოადგილე, ექიმი სექსოლოგი, მედ. დოქტორი ლევან კობალაძე – “ვაგინიზმი – ქალის თუ წყვილის პრობლემა?”
აღნიშნულმა მოხსენებებმა მსმენელთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.