რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი

ჩვენი კლინიკა წარმოადგენს თანამედროვე სამედიცინო სივრცეს, რომელიც ორიენტირებულია პაციენტისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე. უახლესი აპარატურისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდის დახმარებით, უზრუნველვყოფთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, უმაღლესი ხარისხის მომსახურება.

ჩვენ შესახებ

რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „უნივერსი“

„უნივერსი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ინოვაციური სამედიცინო დაწესებულებაა ამიერკავკასიაში. ის სარგებლობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პაციენტების დიდი ნდობით.

კლინიკა სრულად არის აღჭურვილი უახლესი ტექნოლოგიებით და პაციენტებს სთავაზობს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლეს მეთოდებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინდივიდუალურ მიდგომას, რაც თითოეული პაციენტის მდგომარეობის დეტალურ შეფასებასა და საჭიროებების გათვალისწინებას ეფუძნება.

ძირითადი მიმართულებები

ჩვენი სერვისები

დაიწყეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დღესვე

ჩვენი გუნდი

გაეცანით ჩვენს პროფესიონალებს

რატომ ჩვენ

გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, რომელიც ეფუძნება ინოვაციურ მიდგომებს და თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ტექნოლოგიებს.

19+ წლიანი გამოცდილება

ვემსახურებით პაციენტებს ეთიკისა და სამედიცინო სტანდარტების სრული დაცვით.

წამყვანი სამედიცინო ცენტრი

ვნერგავთ თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკებს და მუდმივად ვაუმჯობესებთ მომსახურების ხარისხს.

პაციენტებზე ორიენტირებული მიდგომა

ვქმნით კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს თითოეული პაციენტისათვის.

ბლოგი

გჭირდებათ დახმარება?

დაგვიკავშირდით

ტელეფონი:

(+995) 555 31 36 33

ელ.ფოსტა


ხშირად დასმული კითხვები

რა ტიპის მომსახურებას გთავაზობთ რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „უნივერსი“?

„უნივერსი“ არის მრავალპროფილური რეპროდუქციული ცენტრი, რომელიც პაციენტებს სთავაზობს სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF), ინსემინაცია (IUI), რადიოლოგიური დიაგნოსტიკა, ლაბორატორიული კვლევები, ასევე ანდროლოგის, უროლოგის, რეპროდუქტოლოგისა და მეან-გინეკოლოგის კონსულტაციები.

ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) არის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება უნაყოფობის სამკურნალოდ. მისი მიზანია ფიზიოლოგიური ორსულობის მიღწევა უსაფრთხო და კონტროლირებად გარემოში. პროცედურა რეკომენდებულია წყვილებისთვის, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი გზით დაორსულების სირთულეები.

ინსემინაცია (IUI) არის ნაკლებად ინვაზიური მეთოდი, რომლის დროსაც სპეციალურად დამუშავებული სპერმა შეჰყავთ საშვილოსნოში (ძირითადად გამოიყენება უნაყოფობის მსუბუქი ფორმების დროს). IVF (ინ ვიტრო განაყოფიერება) კი არის უფრო კომპლექსური პროცესი, როდესაც კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შეხვედრა ხდება ლაბორატორიულ პირობებში, რის შემდეგაც მიღებული ემბრიონი გადაიტანება საშვილოსნოში.

ჩვენ ვართ ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ინოვაციური სამედიცინო დაწესებულება 19-წლიანი გამოცდილებით. გვაქვს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გუნდი და ვთავაზობთ პაციენტებზე ორიენტირებულ, ინდივიდუალურ მიდგომას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

კონსულტაციაზე ჩასაწერად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: +995 555 31 36 33, მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@clinicuniverse.com, ან გვეწვიოთ მისამართზე: თბილისი, ლუბლიანას 13/ჭიაურელის 6.

ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებსაიტზე არსებულ „ბლოგის“ სექციას, სადაც პერიოდულად ვათავსებთ საგანმანათლებლო სტატიებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ორსულობისა და სხვა მნიშვნელოვანი სამედიცინო საკითხების შესახებ.



Scroll to Top