ინსემინაცია (IUI)

ინსემინაცია (IUI) არის დამხმარე რეპროდუქციული მეთოდი, რომლის დროსაც სპეციალურად დამუშავებული სპერმა შეჰყავთ საშვილოსნოში. პროცედურა გამოიყენება მსუბუქი ფორმის უნაყოფობის ან გაურკვეველი ეტიოლოგიის უნაყოფობის შემთხვევაში. მისი მიზანია ორსულობის მიღწევის ალბათობის გაზრდა ბუნებრივ პროცესთან მაქსიმალურად მიახლოებული გზით.

ინსემინაცია (IUI), ინ ვიტრო განაყოფიერებასთან (IVF) შედარებით, ნაკლებად ინვაზიურია და წარმოადგენს მარტივ და ხელმისაწვდომ მეთოდს. ის არის უსაფრთხო და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

“უნივერსში” ინსემინაცია (IUI) წარიმართება ულტრაბგერითი მონიტორინგის დახმარებით, რაც კიდევ უფრო ზრდის პროცედურის წარმატების შანსებს.

ინსემინაცია შეიცავს:

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

რეპროდუქციული მდგომარეობის შეფასებას

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

ოვულაციის მონიტორინგს ულტრაბგერითი კვლევის საშუალებით

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

საჭიროების შემთხვევაში ოვულაციის მედიკამენტურ სტიმულაციას

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

სპერმის მიღებას და სპეციალურ ლაბორატორიულ დამუშავებას

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

დამუშავებული სპერმის ხარისხის შეფასებას

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

სპერმის ინტრაუტერინულ შეყვანას სპეციალური კათეტერის საშუალებით

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

პროცედურის შემდგომ დაკვირვებას

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

საჭიროების შემთხვევაში ჰორმონალურ მხარდაჭერას


ხშირად დასმული კითხვები

რა არის ინსემინაცია (IUI)?

ინსემინაცია (IUI) არის დამხმარე რეპროდუქციული მეთოდი, რომლის დროსაც სპეციალურად დამუშავებული სპერმა ოვულაციის პერიოდში პირდაპირ საშვილოსნოში თავსდება. ეს ზრდის სპერმატოზოიდების კვერცხუჯრედამდე მიღწევის შანსს და ხელს უწყობს ბუნებრივ განაყოფიერებას.

პროცედურის დაწყებამდე ხდება სპერმის სპეციალური დამუშავება, რის შედეგადაც შეირჩევა ყველაზე აქტიური და სიცოცხლისუნარიანი სპერმატოზოიდები. შემდეგ ექიმი თხელი კათეტერის საშუალებით მათ საშვილოსნოში ათავსებს. პროცედურა რამდენიმე წუთს გრძელდება და, როგორც წესი, ანესთეზიას არ საჭიროებს.

უმეტეს შემთხვევაში პროცედურა უმტკივნეულოა ან მხოლოდ მსუბუქ დისკომფორტს იწვევს. ბევრი პაციენტი მას ჩვეულებრივ გინეკოლოგიურ გასინჯვას ადარებს.

IUI-ის დროს განაყოფიერება ქალის ორგანიზმში ბუნებრივად ხდება, ხოლო IVF-ის დროს კვერცხუჯრედისა და სპერმის განაყოფიერება ლაბორატორიაში მიმდინარეობს, რის შემდეგაც ემბრიონი საშვილოსნოში გადაიტანება. კონკრეტული მეთოდის არჩევა დამოკიდებულია უნაყოფობის მიზეზსა და ექიმის რეკომენდაციაზე.

წარმატების მაჩვენებელი დამოკიდებულია ქალის ასაკზე, უნაყოფობის მიზეზზე, სპერმის ხარისხზე, ოვულაციის მიმდინარეობასა და ზოგად რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად აფასებს თითოეული პაციენტის მდგომარეობას და განსაზღვრავს მკურნალობის საუკეთესო ტაქტიკას.

როგორც წესი, ორსულობის ტესტის ჩატარება რეკომენდებულია ინსემინაციიდან დაახლოებით 14 დღის შემდეგ, რათა შედეგი იყოს მაქსიმალურად სანდო.

IUI პროცედურის დაწყებამდე აუცილებელია რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია. ვიზიტის დროს ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ დამატებით კვლევებს და შეგიდგენთ ინდივიდუალურ მკურნალობის გეგმას.

Scroll to Top