ჩვენ შესახებ
რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „უნივერსი“

რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „უნივერსი“ (ყოფილი „ემბრიოტოქსი“) დაარსდა 2007 წელს. მისი შექმნის მთავარი მიზანი პაციენტებისთვის თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული, მაღალი ხარისხისა და სრულფასოვანი მომსახურების შეთავაზება იყო.
დღეს „უნივერსი“ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ინოვაციურ სამედიცინო დაწესებულებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში. შესაბამისად, კლინიკა სარგებლობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პაციენტების დიდი ნდობით.
ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტებით, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ მსოფლიოს წამყვან კლინიკებთან და სამედიცინო ინსტიტუტებთან. ამასთან, კლინიკა სრულად არის აღჭურვილი უახლესი ტექნოლოგიებით და პაციენტებს სთავაზობს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლეს მეთოდებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინდივიდუალურ მიდგომას, რაც თითოეული პაციენტის მდგომარეობის დეტალურ შეფასებასა და საჭიროებების გათვალისწინებას ეფუძნება.
პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, „უნივერსი“ აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესში. კლინიკა მონაწილეობს სამედიცინო გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავებაში, საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებში, ასევე უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში. ამასთანავე, იგი წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის კლინიკურ ბაზას, სადაც რეზიდენტები და დოქტორანტები გადიან პრაქტიკულ მომზადებას მეან-გინეკოლოგიასა და რეპროდუქტოლოგიაში.
გჭირდებათ დახმარება?
დაგვიკავშირდით
ტელეფონი:
(+995) 579 97 98 88
ელ.ფოსტა
