ლაბორატორიული კვლევები

ლაბორატორიული კვლევები წარმოადგენს უნაყოფობის დიაგნოსტიკისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შეფასების მნიშვნელოვან ეტაპს. ცენტრში ტარდება ლაბორატორიული ანალიზების სრული სპექტრი, რაც პაციენტს აძლევს შესაძლებლობას, ჩაიტაროს ყველა საჭირო კვლევა ერთ სივრცეში, დაზოგოს დრო და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ.

ჩვენს კლინიკაში არსებული თანამედროვე აპარატურა უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის შედეგებს, რაც გადამწყვეტია დიაგნოსტიკის სიზუსტისა და მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევისთვის. ამასთან, თითოეული ანალიზი ტარდება საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, შესაბამისად პროცესი მაქსიმალურად სანდო და უსაფრთხოა.

ლაბორატორიული კვლევები შეიცავს:

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

ჰორმონალურ ანალიზებს

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

ბიოქიმიური კვლევებს

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

იმუნოლოგიურ ტესტებს

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

სეროლოგიურ კვლევებს ინფექციური დაავადებების გამოსავლენად

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

ოვულაციის პროცესის ჰორმონალურ შეფასებას

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დიაგნოსტიკას

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

რეპროდუქციული ენდოკრინული დარღვევების შეფასებას

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (IVF, IUI) დაგეგმვისთვის საჭირო ანალიზებს

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

ჰორმონალური თერაპიის მონიტორინგისთვის საჭირო კვლევებს

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

შედეგების ინტერპრეტაციას და მკურნალობის დაგეგმვას


ხშირად დასმული კითხვები

რატომ არის ლაბორატორიული კვლევები მნიშვნელოვანი უნაყოფობის დიაგნოსტიკისთვის?

ლაბორატორიული კვლევები რეპროდუქციული ჯანმრთელობის შეფასების საწყისი და აუცილებელი ეტაპია. ისინი გვაძლევს სრულყოფილ სურათს პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ, რაც გვეხმარება უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების ზუსტად დადგენასა და ეფექტური მკურნალობის დაგეგმვაში.

ჩვენს ცენტრში ტარდება ლაბორატორიული ანალიზების სრული სპექტრი, რაც პაციენტს აძლევს შესაძლებლობას, საჭირო კვლევები ერთ სივრცეში ჩაიტაროს.

კლინიკაში არსებული თანამედროვე აპარატურა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარე ლაბორატორიული პროცესები უზრუნველყოფს მაღალ სიზუსტეს, რაც ჩვენი პაციენტებისთვის სანდო დიაგნოსტიკის გარანტიაა.

Scroll to Top