მეანობა
ანტენატალური მეთვალყურეობა
რმც ,,უნივერსში“ ანტერნატალური მეთვალყურეობა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამით ქვემოთ მითითებული სტანდარტების ფარგლებში (ხელშეკრულება N2დ10112901ჰ/1).
I ვიზიტი (ორსულობის 13 კვირამდე)
- მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
- თერაპევტის კონსულტაცია
- სისხლის საერთო ანალიზი
- შარდის საერთო ანალიზი
- სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი, მარტივი მეთოდით
- აივ. ანტისხ. განსაზღვრა სწრაფი, მარტივი მეთოდით
- სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა
- საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპული გამოკვლევა
- B-ჰეპატიტის დიაგნოსტიკა
- C-ჰეპატიტის დიაგნოსტიკა
II ვიზიტი (ორსულობის 18-20 კვირაზე)
- მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
- მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია (ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოსავლენად)
III ვიზიტი (ორსულობის 30-32 კვირაზე)
- მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
- შარდში ცილის რაოდენობის განსაზღვრა
- სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრა
- სიფილისის დიაგნოსტიკა
IV ვიზიტი (ორსულობის 34-36-38 კვირაზე)
- მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია
- შარდში ცილის რაოდენობის განსაზღვრა
- სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრა