ორსულობის თვითნებითი შეწყვეტა
მიზეზების დადგენა, პროგნოზის განსაზღვრა
განმარტება: ორსულობის (ნაყოფისმიერი) დანაკარგები – თვითნებითი აბორტი, ანუ ორსულობის თვითნებითი შეწყვეტა ორსულობის 22 კვირის ვადამდე, ნაადრევი მშობიარობა არასიცოცხლისუნარიანი ნაყოფით, მკვდრადშობადობა (მათ შორის ნაყოფის განვითარების ანომალიებით).
კლინიკურად დადგენილი (ექოსკოპიურად და ჰისტომორფოლოგიურად დადასტურებული) ორსულობის 15-20% მთავრდება თვითნებითი აბორტით (ორსულობის 22 კვირის ვადამდე).
ორსულობის ადრეულ ვადებზე (12 კვირამდე – I ტრიმესტრი) თვითნებითი აბორტის ყველაზე ხშირი მიზეზია ჩანასახის სიცოცხლესთან შეუთავსებადი ქრომოსომული დარღვევები. სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია სანაყოფე პარკი სანაყოფე კვერცხის გარეშე (ანემბრიონია), ენდოკრინული დარღვევები (ლუთეინური უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციები, შაქრიანი დიაბეტი და სხვა); ორსულობის I და II ტრიმესტრის თვითნებითი აბორტები ხშირად განპირობებულია საშვილოსნოს ორგანული დაზიანებებით (საშვილოსნოს თანდაყოლილი ანომალიები – ძგიდე, ორრქიანი ან ერთრქიანი საშვილოსნო, შეხორცებები საშვილოსნოს ღრუში, საშვილოსნოს მიომა, ყელის უკმარისობა და ა.შ.), ინფექციები ქალში (ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, ქლამიდია, ციტომეგალოვირუსი, ჰერპესი, ტოქსოპლაზმოზი და სხვ.).
თუ ორსულობა თვითნებურად შეწყდა 2-ჯერ ან მეტჯერ – ასეთი მდგომარეობა განიხილება, როგორც ორსულობის განმეორებითი დანაკარგები (ოგდ). ადრეულ ვადებზე ორსულობის რამდენჯერმე თვითნებურად შეწყვეტის აღსანიშნავად ასევე გამოიყენებოდა ტერმინი „ჩვეული აბორტები“.
თანამედროვე საერთაშორისო მონაცემებით ორსულობის განმეორებითი დანაკარგები მოსახლეობაში 1-2%-მდე სიხშირით გვხვდება. მათი მიზეზები მრავალფეროვანია, მათ შორის განიხილება საშვილოსნოს და საშვილოსნოს ყელის ორგანული დაზიანებები (საშვილოსნოს განვითარების მანკები, ფიბრომიომა, შეხორცებები საშვილოსნოს ღრუში, საშვილოსნოს ყელის უკმარისობა და ა.შ.), ენდოკრინული დარღვევები (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები, შაქრიანი დიაბეტი, ინსულირეზისტენტობა, პროლაქტინის დონის მომატება, პროგესტერონული ნაკლოვანება, მამაკაცური ჰორმონების მომატება და ა.შ.), აუტოიმუნური დარღვევები (ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, აუტოიმუნური თირეოიდიტი, ანტიემბრიონალური და ანტიენდომეტრიალური ანტისხეულების არსებობა), რეზუს კონფლიქტი, ბალანსირებული (კომპენსირებული) ქრომოსომული სტრუქტურული დარღვევები ქალში და/ან მამაკაცში, გენეტიკურად განპირობებული დარღვევები ქალის სისხლის შემადედებელ სისტემაში (თრომბოფილიის გენების მუტაციები). რიგ შემთხვევებში შესაძლოა რამოდენიმე მიზეზის ერთდროული არსებობა, შესაბამისად ყველა შემთხვევაში შედეგის მისაღწევად აუცილებელია სრული, კომპლექსური გამოკვლევა (დანართი 7).
მამაკაცის სპერმის როლს ორსულობის დანაკარგების განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად აღნიშნული მდგომარეობების მართვის დროს აუცილებლად უნდა ხდებოდეს წყვილის (ქალისა და მამაკაცის) თანაბარი მონაწილეობა კვლევებსა და მკურნალობაში.
შემთხვევათა დაახლოვებით 50%-ში ოგდ-ს ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, ასეთ შემთხვევაში სავარაუდოდ აღინიშნება ე.წ. „ალოიმუნორობა“, რაც შემდეგში მდგომარეობს – ნორმალური ორსულობის შემთხვევებში დედის იმუნურ სისტემას აქვს უნარი ამოიცნოს ნახევრად უცხო (50% მამიდან გადმოცემული “არასაკუთარი”) ნაყოფის ანტიგენები და წარმოქმნას მაბლოკირებელი ფაქტორები ნაყოფის დასაცავად. ამ პროცესის დარღვევას შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ორსულობის შეწყვეტაში. იმუნოთერაპიით შესაძლებელია მიღწეულ იქნას მამის ანტიგენების მიმართ მდგრადობა.
ორსულობის დანაკარგების მიზეზების სწორი და დროული დადგენის მნიშვნელობაზე მათ პროფილაქტიკაში მიუთითებს ის ფაქტი, რომ ორსულობის დანაკარგების შემთხვევაში შემდგომი ორსულობის ვადამდე მიყვანის შანსი საექიმო ჩარევის გარეშე შედგენს: 3 დანაკარგისას – 30%-ს; 4 დანაკარგისას – 25%-ს; 5 და მეტი – 5%, ამავე დროს დროული და ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში ეს შანსი 70-85%-მდე იზრდება.
მართვის ტაქტიკის შერჩევა და მკურნალობა
ორსულობის დანაკარგების მიზეზების სწორი და დროული დადგენის მნიშვნელობაზე მათ პროფილაქტიკაში მიუთითებს ის ფაქტი, რომ ორსულობის დანაკარგების შემთხვევაში შემდგომი ორსულობის ვადამდე მიყვანის შანსი საექიმო ჩარევის გარეშე შედგენს: 3 დანაკარგისას – 30%-ს; 4 დანაკარგისას – 25%-ს; 5 და მეტი – 5%, ამავე დროს დროული და ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში ეს შანსი 70-85%-მდე იზრდება.
ოგდ-ს მიზეზის დადგენის შემთხვევაში, მკურნალობა შესაძლებელია შესაბამისი კონსერვატიული ან/და ქირურგიული მეთოდებით, მაგრამ ყველა შემთხვევაში აუცილებელია მიზეზების დადგენა და მკურნალობა ახალი ორსულობის დადგომამდე და შემდგომ ორსულის მეთვალყურეობა მთელი ორსულობის განმავლობაში დროულ მშობიარობამდე.
ამგვარი კომპლექსური მიდგომის მაღალეფექტურობაზე მიუთითებს რმც’უნივერსი”-ს მუშაობის შედეგები – ასეულობით წყვილი, რომელთაც “უნივერსი”-ს ბაზაზე არსებულ “ორსულობის დანაკარგების მართვის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრში” ჩაიტარეს სრულყოფილი გამოკვლევები და მკურნალობა და როგორც შედეგი მიიღეს ნანატრი შვილები.
ქვეყნის დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით რმც “უნივერს’-ში უკვე 2 წელიწადზე მეტია დანერგილია ორსულობის (ნაყოფისმიერი) დანაკარგების მართვის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ორსულობის დანაკარგების მქონე წყვილების მაქსიმალურად შეღავათიანი პირობებით სრულყოფილ, კომპლექსურ თანამედროვე დონის შესაბამის გამოკვლევებსა და მკურნალობას.