რეპროდუქტოლოგია
რეპროდუქციული დარღვევები
რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა ქალებში, მამაკაცებში, ბავშვებში და მოზარდებში:
- მენსტრუაციული ციკლის ყველა ტიპის დარღვევები – მენორაგია, მეტრორაგია, ამენორეა, ოლიგომენორეა, დისმენორეა და ა.შ.;
- მეტაბოლური სინდრომი, ჰიპოთალამური სინდრომი, სხეულის მასის დეფიციტი;
- ჭარბთმიანობა, გამონაყარი სახესა და სხეულზე გოგონებსა და ქალებში;
- პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი;
- ჰიპერპროლაქტინემიის სინდრომი;
- თანდაყოლილი ადრენალური ჰიპერპლაზია;
- ჰიპოგონადიზმები;
- საკვერცხეების პირველადი უკმარისობა;
- რეპროდუქციული ფუნქციის ჩამოყალიბების დარღვევები (გოგონებსა და ვაჟებში) – ნაადრევი სქესობრივი განვითარება, სქესობრივი განვითარების შეფერხება;
- ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა (გოგონებში და ვაჟებში);
- სქესობრივი განვითარების ანომალიები ქალური, მამაკაცური და ინტერსექსუალური ფენოტიპის მოზარდებსა და ზრდასრულებში (გონადების დისგენეზია, ანდროგენრეზისტენობის სინდრომი, თანდაყოლილი ადრენალური ჰიპერპლაზიის ვირილური, კლასიკური ფორმა, კლაინფერტერის სინდრომი და სხვა);
- ფიზიოლოგიური და პოსტოპერაციული (საკვერცხეები ორმხრივი ამოკვეთა) კლიმაქტერული პერიოდის და საკვერცხეების პირველადი უკმარისობის სინდრომის მართვა;
- უნაყოფობის მიზეზების დადგენა და მკურნალობა;
- ნაყოფისმიერი ორსულობის დანაკარგების (თვითნებითი აბორტები, მკვდრადშობადობა) მიზეზების (ანატომიური, ჰორმონული, გენეტიკური, ინფექციური, იმუნოლოგიური და ა.შ.) დადგენა და მკურნალობა და განმეორებითი ორსულობის დანაკარგების პროფილაქტიკა;
- უნაყოფობის გამო ნამკურნალები და ენდოკრინული დარღვევების მქონე ქალების ორსულობის მართვა;
- შობადობის რეგულაცია;
- რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნეების ადრეული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა (კოლპოსკოპია, პაპ-ტესტი, სარძევე ჯირკვლების და გინეკოლოგიური ექოსკოპია, ონკო მარკერები, კრიოდესტრუქცია, დიათერმოკოაგულაცია და ა.შ.).
კლიმაქტერული პერიოდის მართვა
- კლიმაქტერული პერიოდის მართვა:
- კლიმაქტერულ პერიოდში ქალის სასქესო ჰორმონების დეფიციტის გამოვლინებების მკურნალობა;
- ოსტეოპოროზის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა კლიმაქტერულ პერიოდში;
- სასქესო ორგანოების პროლაფსის ქირურგიული მკურნალობა;
შობადობის რეგულაცია
შობადობის რეგულაციის მიზნით შესაძლებელია ორი მიდგომის გამოყენება:
1. არასასურველი და არადროული ორსულობის თავიდან აცილება ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების (კონტრაცეპციის) გამოყენებით;
2. არასასურველი ორსულობის შეწყვეტა აბორტის გზით.
კონტრაცეპციის მეთოდები:
- ჰორმონული აბები•
- ბარიერული მეთოდები და სპერმიციდები
- მამაკაცისა და ქალის კონდომი
- საშვილოსნოსშიგა საშუალებები
- გახანგრძლივებული მოქმედების ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული საშუალებები (კონტრაცეპციული ინექცია, იმპლანტანტი, პლასტირი)
- გადაუდებელი კონტრაცეპცია
- კონტრაცეპციის ქირურგიული მეთოდები
- კონტრაცეპციის ბუნებრივი მეთოდები
ყველა შემთხვევაში წყვილისა თუ ინდივიდისათვის ყველაზე ოპტიმალური კონტრაცეპციის მეთოდის შერჩევა უნდა ხდებოდეს ექიმ-სპეციალისტთან.
რმც “უნივერს”-ში ექიმი რეპროდუქტოლოგები ახორციელებენ შობადობის რეგულაციის პაციენტებისათვის ყველაზე მისაღები მეთოდის შერჩევას (კონტრაცეპციის მეთოდები და აუცილებლობის შემთხვევაში – უსაფრთხო აბორტი).