შეწყვეტილი ორსულობის, განსაკუთრებით განმეორებითი შეწყვეტილი ორსულობების მიზეზი ბევრია. მიზეზის დადგენა კი საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას წყვილისადმი და გარკვეული კვლევების ჩატარებას.
დღეს მიმოვიხილავთ ორსულობის შეწყვეტის ერთ – ერთ მიზეზს – ჰიპერჰომოცისტეინემიას.
ჰიპერჰომოცისტეინემია წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს მრავალი დაავადებისა და გართულების განვითარებისა. მათ შორისაა: თრომბოზების განვითარების ალბათობა დედის და ნაყოფის სისხლის მიმოქცევის სისტემაში, რასაც შედეგად მოჰყვება ორსულობის არასასურველ გამოსავალი
ორსულობის ადრეულ ვადებზე ჰიპერჰომოცისტეინემია ხელს უწყობს ორსულობის დანაკარგების განვითარებას იმპლანტაციის დარღვევის გზით ენდომეტრიუმის სისხლძარღვებში სისხლის ნაკადის შეფერხების გამო
ორსულობის გვიან ვადებზე ვითარდება სხვადასხვა გართულებები, როგორიცაა გესტაციური დიაბეტი, ორსულთა ჰიპერტენზია, პრეეკლამპსია, ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის ზრდის საშვილოსნოსშიდა შეფერხება და სხვა.
ამდენად, უმნიშვნელოვანესია შეწყვეტილი ოსრულობის მიზეზების დადგენა, ორსულობის დაგეგმვა, მისთვის მომზადება მედიკამენტოზურად და მიღებული ორსულობის შემდგომი მართვა კვალიფიციური სპეციალისტის მიერ.
თემაზე ისაუბრა ექიმ-რეპროდუქტოლოგმა, მეან-გინეკოლოგმა,
პროფ. მანანა ურჯუმელაშვილმა

