+995 592 99 70 32
+995 591 81 00 32 (English)
+796 57 88 28 88 (English, Hebrew)
Georgia, Tbilisi, Lubljana Street N13 /
Mikheil Chiaureli Street N6,
სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის სფეროები:
განათლება:
2003 – თრეინინგ კურსი ”მოზარდობა და მოზარდთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა ორგანიზანიებული UNFPA-ს მიერ (ანკარა, თურქეთი, სერტიფიკატი);
2002 – ჯანმო-ს (WHO) თრეინინგ კურსი ”ეთიკა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში” (მოსკოვი, რუსეთი, სერტიფიკატი);
1999 – ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის თრეინინგ კურსი გადაწყვეტილების მიმღებთათვის ”მიღწევები ოჯახის ჯანმრთელობის კომუნიკაციებში” (ანტალია, თურქეთი, სერტიფიკატი);
1997 – WHO და UNFPA-ს საერთაშორისო დიპლომისშემდგომი მომზადების საბაზისო კურსი რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ოჯახის დაგეგმვაში (დებრეცენი, უნგრეთი, სერტიფიკატი);
1965-69 – ასპირანტურა ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტში ;
1959-65 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი წარჩინებით .
პროფესიული გამოცდილება:
2012 – დღემდე – რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის ,,უნივერსი“ გენერალური დირექტორის მოადგილე სამეცნიერო და სასწავლო დარგში; ორსულობის განმეორებითი დანაკარგების მართვის სამეცნიერო – პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი.
2004 – დღემდე – ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი;
1998 – დღემდე – გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კონსულტანტი, პროგრამების კოორდინატორი და ტრენერი რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში.
1989 – 2012 – ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილე სამეცნიერო და სასწავლო დარგში, რეპროდუქციული ფუნქციის ჩამოყალიბების და კლინიკური გენეტიკის განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელი;
1973 – 1989 – კ. ჩაჩავას სახ. მეანობა-გინეკოლოგია-პერინატოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური გენეტიკის განყოფილების ხელმძღვანელი;
1965 – 1973 – ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი, სწავლული მდივანი.
სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა:
ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი;
ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიის კათედრის სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი და პედაგოგი მეანობა-გინეკოლოგიაში;
ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგია-რეპროდუქტოლოგიის კათედრის სადოქტორო პროგრამების დირექტორი;
საქართველოს სამედიცინო აკადემიის რეპროდუქტოლოგიის კათედრის პროფესორი;
უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“-ს გენეტიკის კურსის ხელძღვანელი;
ე.ფიფიას სამედიცინო ინსტიტუტის გენეტიკის კურსის ხელძღვანელი;
30 სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი (მათ შორის 25 დაცული), 277 სამეცნიერო ნაშრომის, 2 მონოგრაფიის, 2 გაიდლაინის და 3 სახელმძღვანელოს, 5 რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის და 153 პოპულარული სტატიის ავტორი; 4 კლინიკური კვლევის ხელმძღვანელი და მონაწილე, რეპროდუქტოლოგიაში რეზიდენტურის პროგრამის ავტორი; 46 საერთაშორისო კონგრესისა და სიმპოზიუმის მონაწილე და მომხსენებელი.
რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში 3 პოპულარული წიგნის და 15 ბროშურის ავტორი;
მის მიერ პირველად საქართველოში ჩატარებული და დანერგილია ქრომოსომული ანალიზი – კარიოტიპირება.
აქტიურად მონაწილეობს სტუდენტთა სწავლების და ექიმთა პოსტდიპლომური განათლების სფეროში (კურიკულუმების შედგენა, დაგეგმვა, განხორციელება).
სამეცნიერო ხარისხი:
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი – სადოქტორო დისერტაცია – 1984 წელი, ქ. მოსკოვი;
მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი – საკანდიდატო დისერტაცია – 1969 წელი, ქ. მოსკოვი
პროფესიული საზოგადოების წევრობა:
საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის ასოცირებული წევრი, ევროპის კონტრაცეპციისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის წევრი, ევროპის ციტოგენეტიკოსთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი საქართველოდან, საქართველოს და საერთაშორისო 4 პროფესიული აკადემიის წევრი.
ჯილდოები:
დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით ;
2021 წლის 24 დეკემბერს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივანე თარხნიშვილის სახელობითი პრემია მონოგრაფიისათვის – „ სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი დარღვევები“.