ანტენატალური სერვისი
შპს რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „უნივერსი” – ში ორსულებს შეუძლიათ ისარგებლონ 9 უფასო ვიზიტით , რომელიც მოიცავს 8 ანტენატალურ და 1 პოსტნატალურ ვიზიტს (საჭიროების შესაბამისად, მშობიარობიდან 0-2 კვირის ვადაზე). პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები. მათ ჩაუტარდებათ პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო კვლევა. პროგრამაში ჩასართავად საჭიროა ორსულმა მომართოს კლინიკას 12 კვირის ორსულობის ვადამდე. დაგვიანების შემთხვევაში ისინი ისარგებლებენ მხოლოდ ანტენატალური სკრინინგით (აივ-ინფექცია/შიდსი, B და C ჰეპატიტები, სიფილისი).
- მენსტრუალური ციკლის დარღვევების მკურნალობა;
- სქესობრივად გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
- საშვილოსნოს ყელის არაანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკა, ამბულატორიული და/ან ქირურგიული მკურნალობა;
- ენდომეტრიოზის მკურნალობა;
- საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფციის საშუალების ჩადგმასაშვილოსნოს ჩადგმა /ან ამოღება;
- ქალის გარეთა სასქესო ორგანოების (ვულვა) ან შორისის (პერინეუმი) დაზიანების დესტრუქცია – მედიკამენტოზური კოაგულაცია;
- საშვილოსნოს ტანის და ყელის სადიაგნოსტიკო კიურეტაჟი;
- საშვილოსნოდან ჩასახვის პროდუქტების ვაკუუმ-ასპირაცია;
- ჩასახვის პროდუქტების ევაკუაცია და საშვილოსნოს კიურეტაჟი;
- ორსულის საშვილოსნოს ყელზე ცირკულარული ნაკერის დადება /ან პესარის ჩადგმა.