ვინ ვართ ჩვენ ?
რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი ,,უნივერსი“ (ყოფილი ,,ემბრიოტოქსი“) დაარსდა 2007 წელს და ამ ხნის განმავლობაში წარმატებით ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულება რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში.
ცენტრმა უკვე მიაღწია არსებით შედეგებს და დაიმკვიდრა ავტორიტეტული ადგილი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
კლინიკა წარმოადგენს უნიკალურ სამედიცინო სივრცეს, სადაც პაციენტს საშუალება აქვს მიიღოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის სრული, უწყვეტი ციკლის მომსახურება — ორსულობისათვის მომზადებიდან დაწყებული, ორსულობის მიმდინარეობის მონიტორინგითა და მშობიარობის პროცესით დასრულებული.
„უნივერსის“ მისიაა რეპროდუქციული დარღვევების პრევენცია, მათი ადრეული და ზუსტი დიაგნოსტიკა, ასევე თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტებზე დაფუძნებული მკურნალობა. ჩვენი საბოლოო მიზანია ერთიანი ძალისხმევის შედეგად მივაღწიოთ მთავარს — ჯანმრთელი ბავშვის დაბადებას.
უდიდესი გამოცდილება რეპროდუქტოლოგიაში
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კლინიკა წარმოადგენს ერთ-ერთ იშვიათ დაწესებულებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, შესაძლოა, საერთაშორისო მასშტაბითაც, სადაც ქალებსა და მამაკაცებს თანაბარი შესაძლებლობა ეძლევათ ჩაიტარონ რეპროდუქციული დარღვევების სრულყოფილი, კომპლექსური კვლევა და მკურნალობა.
ცენტრის ამბულატორიული და სტაციონარული განყოფილებები უზრუნველყოფს ორივე სქესის პაციენტთა — ბავშვთა ასაკიდან კლიმაქტერული პერიოდის ჩათვლით — რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული მეთოდებით.
ინოვაციური მიდგომების, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების და პაციენტზე ორიენტირებული ფილოსოფიის სინთეზი ქმნის იმ გარემოს, სადაც ყოველი გადაწყვეტილება ემსახურება ერთ მიზანს — ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
,,ემბრიო“ — თანამედროვე სამშობიარო სახლი, რომელიც 2010 წლიდან ფუნქციონირებს რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „უნივერსის“ ბაზაზე, წარმოადგენს სრულად აღჭურვილ და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც უზრუნველყოფილია დედისა და ახალშობილის მაქსიმალური უსაფრთხოება და კომფორტი. სამშობიარო სახლის მთავარი მიზანია ქალისა და ოჯახის მხარდამჭერი, ადამიანზე ორიენტირებული გარემოს შექმნა — ორსულობისა და მშობიარობის ბუნებრივი პროცესის პატივისცემით, პროფესიონალური მეთვალყურეობითა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სამედიცინო დახმარებით. აქ თითოეული მშობიარობა განიხილება, როგორც განსაკუთრებული მოვლენა, რომელსაც თან ახლავს ზრუნვა, სითბო და უდიდესი პროფესიონალიზმი.
პრაქტიკული საქმიანობის სფეროები
გინეკოლოგიური და რეპროდუქციული-ენდოკრინოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა ქალებში, მამაკაცებში, ბავშვებში და მოზარდებში
მენსტრუაციული ციკლის ყველა ტიპის დარღვევები – მენორაგია, მეტრორაგია, ამენორეა, ოლიგომენორეა, დისმენორეა და ა.შ.;
მეტაბოლური სინდრომი, ჰიპოთალამური სინდრომი, სხეულის მასის დეფიციტი;
ჭარბთმიანობა, გამონაყარი სახესა და სხეულზე გოგონებსა და ქალებში;
პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი;
საკვერცხის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები (ცისტები);
ჰიპერპროლაქტინემიის სინდრომი;
თანდაყოლილი ადრენალური ჰიპერპლაზია;
ჰიპოგონადიზმები;
საკვერცხეების პირველადი უკმარისობა;
საშვილოსნოს მიომა;
ენდომეტრიოზი;
სასქესო ორგანოების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
რეპროდუქციული ფუნქციის ჩამოყალიბების დარღვევები (გოგონებსა და ვაჟებში) – ნაადრევი სქესობრივი განვითარება, სქესობრივი განვითარების შეფერხება;
ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა (გოგონებში და ვაჟებში);
სქესობრივი განვითარების ანომალიები ქალური, მამაკაცური და ინტერსექსუალური ფენოტიპის მოზარდებსა და ზრდასრულებში (გონადების დისგენეზია, ანდროგენრეზისტენობის სინდრომი, თანდაყოლილი ადრენალური ჰიპერპლაზიის ვირილური, კლასიკური ფორმა, კლაინფერტერის სინდრომი და სხვა);
ფიზიოლოგიური და პოსტოპერაციული (საკვერცხეები ორმხრივი ამოკვეთა) კლიმაქტერული პერიოდის და საკვერცხეების პირველადი უკმარისობის სინდრომის მართვა
ქალის სასქესო ჰორმონების დეფიციტის გამოვლინებების მკურნალობა;
ოსტეოპოროზის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა;
სასქესო ორგანოების პროლაფსის ქირურგიული მკურნალობა;
სექსუალური დისფუნქციების მიზეზების დადგენა და ადეკვატური მკურნალობა
ლიბიდოს დაქვეითება ან არარსებობა,
გენიტალური რეაქციების უკმარისობა (ერექციული დისფუნქციები, ვაგინალური სიმშრალე),
ვაგინიზმი,
ეაკულაციის დარღვევები,
ორგაზმული დისფუნქციები,
წყვილების სექსუალური სტატუსის დადგენა,
წყვილებში სექსუალური დისჰარმონიის მიზეზების დადგენა და კორექცია და ა.შ.;
უნაყოფობის მიზეზების დადგენა და მკურნალობა
უნაყოფო წყვილების შეფასება;
ქალებში ოვულაციის და საშვილოსნოს მილების გამავლობის დადგენა და დარღვევების მკურნალობა კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდებით;
მამაკაცებში სპერმატოგენეზის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება და დარღვევების მკურნალობა კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდებით (ვარიკოცელე და სხვა);
წყვილებში იმუნური უნაყოფობის ხასიათის დადგენა და მკურნალობა;
წყვილებში რეპროდუქციული პროგნოზის განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის ადეკვატური მეთოდის შერჩევა (საშვილოსნოსშიგა ინსემინაცია, ინ-ვიტრო განაყოფიერება, დონაცია-სუროგაცია და ა.შ.);
ნაყოფისმიერი ორსულობის დანაკარგების (თვითნებითი აბორტები, მკვდრადშობადობა) მიზეზების (ანატომიური, ჰორმონული, გენეტიკური, ინფექციური, იმუნოლოგიური და ა.შ.) დადგენა და მკურნალობა და განმეორებითი ორსულობის დანაკარგების პროფილაქტიკა
უნაყოფობის გამო ნამკურნალები და ენდოკრინული დარღვევების მქონე ქალების ორსულობის მართვა
ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობა და მკურნალობა პათოლოგიის დადგენის შემთხვევაში
თანდაყოლილი ანომალიების მქონე ნაყოფებით მშობიარობის მქონე წყვილების გამოკვლევა, სამედიცინო-გენეტიკური და ტერატოლოგიური კონსულტირება, მკურნალობა და განმეორებითი ორსულობის დანაკარგების პროფილაქტიკა
პრენატალური გენეტიკური სკრინინგი (ექოსკანირება, ბიოქიმიური, ჰორმონული)
შობადობის რეგულაცია (კონტრაცეპცია, უსაფრთხო აბორტი აუცილებლობის შემთხვევაში)
რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნეების ადრეული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა (კოლპოსკოპია, პაპ-ტესტი, სარძევე ჯირკვლების და გინეკოლოგიური ექოსკოპია, ონკო მარკერები, კრიოდესტრუქცია, დიათერმოკოაგულაცია და ა.შ.)
გინეკოლოგიური პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა ენდოსკოპიური (ლაპაროსკოპია, ჰისტეროსკოპია) და ლაპაროტომიული მეთოდებით – (საშვილოსნოს მიომა, საკვერცხეების პოლიცისტოზი, საკვერცხეების ცისტები, საკვერცხეების კეთილთვისებიანი სიმსივნეები, საშვილოსნოს და მისი დანამატების ამოკვეთა, საშვილოსნოს გარე ორსულობა, საშვილოსნოს ღრუს პოლიპი, ტიხარი, T-სებრი საშვილოსნო, ენდომეტრიოზი, შეხორცებითი პროცესი მცირე მენჯის ღრუში, ანთებითი წარმონაქმნების ამოკვეთა და სხვა).