2025 წლის 4 დეკემბერს, ჟორდანია- ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტში გაიმართა რეპროდუქციული მედიცინისათვის მნიშვნელოვანი პროფესიული ღონისძიება, სადაც რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის „უნივერის“ გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა თემურ გაგნიძემ, წარადგინა მოხსენება თემაზე: ✅„სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაცია უცნობი გენეზის უნაყოფობისა და ოგდ წყვილების მამრობითი სქესის პარტნიორების შემთხვევაში“. 👉🏼მოხსენებაში დეტალურად იქნა განხილული სპერმის დნმ-ის ინტეგრაციის კლინიკური მნიშვნელობა, მისი როლი უცნობი გენეზის უნაყოფობის დიაგნოსტიკასა და მართვაში, ასევე თანამედროვე კვლევებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე წარმოდგენილი იყო არაერთი მნიშვნელოვანი მონაცემი. ბატონმა თემურ გაგნიძემ მიმოიხილა როგორც დიაგნოსტიკის ინოვაციური მეთოდები,ისე პრაქტიკული მიდგომები, რომლებიც ემყარება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეპროდუქციული შედეგების გაუმჯობესებაზე. 📚ღონისძიებას დაესწრნენ რეპროდუქციული მედიცინისა და შესაბამისი სპეციალისტების ფართო სპექტრი, მათ შორის რეპროდუქტოლოგები, ანდროლოგები, გინეკოლოგები და ემბრიოლოგები, რომლებმაც აქტიურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა და მოხსენების თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები ინტერესებით განიხილეს. 🔎შეხვედრა გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული სტანდარტით, მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაციით და ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისადმი განსაკუთრებული ყურადღებით.
შეხვედრა 4.12.2025

თარიღი:

2025 წლის 4 დეკემბერს, ჟორდანია- ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტში გაიმართა რეპროდუქციული მედიცინისათვის მნიშვნელოვანი პროფესიული ღონისძიება, სადაც რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის „უნივერის“ გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა თემურ გაგნიძემ, წარადგინა მოხსენება თემაზე:

✅„სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაცია უცნობი გენეზის უნაყოფობისა და ოგდ წყვილების მამრობითი სქესის პარტნიორების შემთხვევაში“.

👉🏼მოხსენებაში დეტალურად იქნა განხილული სპერმის დნმ-ის ინტეგრაციის კლინიკური მნიშვნელობა, მისი როლი უცნობი გენეზის უნაყოფობის დიაგნოსტიკასა და მართვაში, ასევე თანამედროვე კვლევებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე წარმოდგენილი იყო არაერთი მნიშვნელოვანი მონაცემი. ბატონმა თემურ გაგნიძემ მიმოიხილა როგორც დიაგნოსტიკის ინოვაციური მეთოდები,ისე პრაქტიკული მიდგომები, რომლებიც ემყარება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეპროდუქციული შედეგების გაუმჯობესებაზე.

📚ღონისძიებას დაესწრნენ რეპროდუქციული მედიცინისა და შესაბამისი სპეციალისტების ფართო სპექტრი, მათ შორის რეპროდუქტოლოგები, ანდროლოგები, გინეკოლოგები და ემბრიოლოგები, რომლებმაც აქტიურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა და მოხსენების თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები ინტერესებით განიხილეს.

🔎შეხვედრა გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული სტანდარტით, მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაციით და ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისადმი განსაკუთრებული ყურადღებით.

მსგავი სიახლეები