2013 წლის 22 ნოემბერს ქ. თბილისში სასტუმროში “შერატომ მეტეხი პალასი” გაიმართა II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები”, რომლის ორგანიზატორები იყვნენ რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი “ემბრიოტოქსი”, საქართველოს ანდროლოგთა ასოციაცია, საქართველოს რეპროდუქტოლოგთა ასოციაცია და ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი.
კონფერენციის თემატიკა საქართველოსთვის და მთლიანად მსოფლიოსათვის მეტად აქტუალურ პრობლემატიკას – რეპროდუქციული მედიცინას მოიცავდა. კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა წარმოადგინეს რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მეთოდების შესახებ მაღალ დონეზე შესრულებული სამეცნიერო კვლევების შედეგები, რომელთა პრაქტიკაში დანერგვა ბევრად უფრო ეფექტიანს გახდის აღნიშნულ პათოლოგიათა მართვას.
კონფერენციაზე წარმოდგენილ ნაშრომებს არა მარტო სამეცნიერო, არამედ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც გააჩნიათ, ამიტომაც კონფერენციის ორგანიზატორთა მიერ ამგვარი ღონსძიებების ჩატარებას უკვე ტრადიციული სახე მიეცა და ეს საშუალებას იძლევა პერიოდულად მოხდეს მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო მიღწევების, დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კოლეგებისათვის. კონფერენციას დაესწრო სხვადასხვა სპეციალობის 300-ზე მეტი ექიმი თბილისიდან, საქართველოს რეგიონებიდან და უცხოეთიდან.
კონფერენციაზე სპეციალური მოხსენებით წარსდგა მოწვეული სტუმარი – უკრაინის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, უკრაინის მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, პროფ. ლეონიდ მარკინი.
კონფერენციაზე წარმოდგენილი უახლესი ინფორმაციის მიღება სპეციალისტთა უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთ-ერთი მაღალეფექტური საშუალებაა.