უნაყოფობა

მიზეზების დადგენა, პროგნოზის განსაზღვრა

უნაყოფობა წარმოადგენს მდგომარეობას, როდესაც წყვილის რეგულარული დაუცველი სქესობრივი ცხოვრების 1 წლის განმავლობაში არ ხდება ორსულობის დადგომა.

საქართველოს მონაცემებით შემთხვევათა 40%-ში უნაყოფობის მიზეზს წარმოადგენს ქალი, 40%-ს მამაკაცი, ხოლო 20%-ში ორივე ერთდროულად. უცხოური მონაცემები ოდნავ განსხვავებულია .

უნაყოფობის მიზეზები – ქალის ფაქტორი:

1. ოვარიული ფაქტორები

  • პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი (ქრონიკული ანოვულაცია)   
  • საკვერცხეების ნაადრევი განლევა
  • ჰიპოთალამური ამენორეა

2. მილისმიერი და პერიტონეალური ფაქტორები

  • შეხორცებები მენჯის ღრუში 
  • ენდომეტრიოზი 
  • მილის ობსტრუქცია

3. ცერვიკალური ფაქტორები 

  • ცერვიკალური სტენოზი   
  • ცერვიციტი 
  • სპერმის ბლოკირება (იმუნოლოგიური ფაქტორები)

4. სპერმის საშოში მოხვედრის შეფერხება (ვაგინიზმი)

უნაყოფობის მიზეზები – მამაკაცის ფაქტორი:

1. პათოსპერმია

  • იდიოპათიური ოლიგოზოოსპერმია (ყველაზე ხშირი მიზეზი)   
  • აზოოსპერმია
  • ნეკროსპერმია
  • სპერმატოზოიდების აგლუტინაცია, ლიზისი და კაპაციტაციის დარღვევა

2. ვარიკოცელე

3. სხვა

  • სადინარის ობსტრუქცია (პოსტ-ინფექციური ეპიდიდიმიტი, ვაზექტომიის შემდგომი ობსტრუქცია)
  • სპერმის საშოში მოხვედრის შეფერხება (ჰიპოსპადია, ერექციული დისფუნქციები)

რმც “უნივერს”-ში უნაყოფობის მიზეზების დასადგენად გამოიყენება ყველა თანამედროვე მაღალინფორმაციული მეთოდი – ჰორმონული, იმუნოლოგიური, გენეტიკური, ულტრაბგერითი (4D) კვლევები, რენტგენოლოგიური ჰისტეროსალპინგოგრაფია დინამიკაში, ჰისტეროსკოპია, ლაპაროსკოპია, სპერმის რაოდენობრივ-თვისობრივი კვლევა, სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაციის ინდექსის დადგენა და ა.შ.

მართვის ტაქტიკის შერჩევა და მკურნალობა

რმც “უნივერს”-ში უნაყოფობის მკურნალობის მაღალეფექტურობას განსაზღვრავს წყვილის კომპლექსური, ინტენსიური შეფასება, გამოვლენილი ყველა სახის პათოლოგიების ადეკვატური  მართვის  შესაძლებლობა (კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები და ა.შ.).

უნაყოფობის მართვის ტაქტიკის შერჩევისას კლინაკაში ითვალისწინებენ ე.წ. “ოქროს სტადარტს” – უნაყოფო  წყვილისთვის არ ხდება პირდაპირ ინ-ვიტრო განაყოფიერების შეთავაზება, თუმცა არც უშედეგო კონსერვატიული მკურნალობა გრძელდება წლობით! 2 წლიანი კონსერვატიული და/ან ქირურგიული მკურნალობა თუ არ იძლევა დადებით შედეგს, კლინიკის გუნდი იწყებს წვილისათვის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის შესაბამისი მეთოდის (საშვილოსნოსშიგა ინსემინაცია, ინ-ვიტრო განაყოფიერება, დონაცია, სუროგაცია) შერჩევას. თუმცა გაკვეულ შემთხვევებში, როდესაც კვლევებით დგინდება “ცუდი პროგნოზი” – შვილოსნობასთან შეუთავსებელი, შეუქცევადი პათოლოგიები (საკვერცხეების პირველადი უკმარისობა ან ნაადრევი განლევის სინდრომი, საშვილოსნოს აპლაზია, მამაკაცებში აზოოსპერმია, მძიმე ოლიგოზოოსპერმია და .ა.შ.) წყვილისთვის ადრეულ ეტეპებზევე იწყება  დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის შესაბამისი მეთოდის შერჩევა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კლინიკაში დიდი ყურადღება ექცევა თვითონ ინ-ვიტრო განაყოფიერებისათვის მომზადებას, რომელიც გულისხმობს კონსერვატიული და ზოგჯერ ქირურგიული მკურნალობის ეტაპებსაც.

რმც “უნივერს’-ში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უნაყოფობის გამო ნამკურნალები ქალების სპეციალურ ანტენატალურ მეთვალყურეობას მათი დაორსულების შემთხვევაში.