ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF)

ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) წარმოადგენს დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიას, რომელიც გამოიყენება უნაყოფობის მკურნალობისას. მისი მიზანია ფიზიოლოგიური ორსულობის მიღწევა უსაფრთხო გარემოში.

IVF რეკომენდებულია ფალოპის მილების გაუვალობის, მამაკაცის უნაყოფობის ან გაურკვეველი ეტიოლოგიის უნაყოფობის შემთხვევებში. წარმატების მაჩვენებელი დამოკიდებულია ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად ზრდის ორსულობის მიღწევის შანსს.

რეპროდუქციულ მედიცინის ცენტრში ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) ხორციელდება თანამედროვე ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში, უახლესი ტექნოლოგიებითა და საერთაშორისო პროტოკოლების სრული დაცვით.

ინ ვიტრო განაყოფიერება შეიცავს:

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

პაციენტის საწყის რეპროდუქციულ შეფასებას და დიაგნოსტიკას

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

საკვერცხეების კონტროლირებად ჰორმონალურ სტიმულაციას

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

ფოლიკულების ზრდის ულტრაბგერით და ჰორმონალურ მონიტორინგს

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

კვერცხუჯრედების პუნქციას (ამოღებას) ლაბორატორიული პროცედურისთვის

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

კვერცხუჯრედისა და სპერმის ლაბორატორიულ განაყოფიერებას

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

ემბრიონის კულტივაციას ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

ემბრიონის ტრანსფერს საშვილოსნოს ღრუში

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

საჭიროების შემთხვევაში ემბრიონების კრიოკონსერვაციას

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

პროცედურის შემდგომ ჰორმონალურ მხარდაჭერას და მონიტორინგს

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

ორსულობის დიაგნოსტიკას და შემდგომ სამედიცინო რეკომენდაციებს


ხშირად დასმული კითხვები

რა არის ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF)?

ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) არის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია, რომლის დროსაც კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის განაყოფიერება ლაბორატორიულ პირობებში ხდება. მიღებული ემბრიონი შემდგომ გადადის საშვილოსნოში, რათა განვითარდეს ორსულობა. IVF გამოიყენება სხვადასხვა ტიპის უნაყოფობის სამკურნალოდ.

IVF რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, როდესაც ბუნებრივი გზით დაორსულება ან სხვა მკურნალობის მეთოდები არ არის ეფექტური. პროცედურა შესაძლოა დაინიშნოს ქალის ან მამაკაცის უნაყოფობის, მილების დაზიანების, ენდომეტრიოზის, ოვულაციის  დარღვევების, აუხსნელი უნაყოფობისა და სხვა რეპროდუქციული პრობლემების დროს. მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება ინდივიდუალური დიაგნოსტიკის საფუძველზე.

IVF რამდენიმე ეტაპს მოიცავს: საკვერცხეების სტიმულაციას, კვერცხუჯრედების მიღებას, ლაბორატორიულ განაყოფიერებას, ემბრიონის განვითარებას და საბოლოოდ ემბრიონის გადატანას საშვილოსნოში. თითოეული ეტაპი მიმდინარეობს ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

IVF-ის ერთი ციკლი, როგორც წესი, რამდენიმე კვირას მოიცავს. ზუსტი ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, საკვერცხეების რეაქციასა და ინდივიდუალურ მკურნალობის გეგმაზე.

წარმატების მაჩვენებელზე გავლენას ახდენს ქალის ასაკი, უნაყოფობის მიზეზი, კვერცხუჯრედებისა და სპერმის ხარისხი, ემბრიონის განვითარება და საერთო რეპროდუქციული ჯანმრთელობა. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად ფასდება, რის საფუძველზეც ექიმი ადგენს ოპტიმალურ მკურნალობის გეგმას.

IUI-ის დროს სპეციალურად დამუშავებული სპერმა პირდაპირ საშვილოსნოში თავსდება და განაყოფიერება ბუნებრივად ხდება ქალის ორგანიზმში. IVF-ის შემთხვევაში კი კვერცხუჯრედისა და სპერმის განაყოფიერება ლაბორატორიაში მიმდინარეობს, რის შემდეგაც ემბრიონი საშვილოსნოში გადაიტანება. მეთოდის არჩევა დამოკიდებულია უნაყოფობის მიზეზსა და ექიმის რეკომენდაციაზე.

IVF-ის ეტაპების უმეტესობა მინიმალურ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. კვერცხუჯრედების მიღების პროცედურა, როგორც წესი, ტარდება ანესთეზიის ან სედაციის ქვეშ, ხოლო ემბრიონის გადატანა უმეტეს შემთხვევაში უმტკივნეულოა.

IVF-ის დაწყებამდე აუცილებელია რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია და შესაბამისი კვლევების ჩატარება. ექიმი შეაფასებს ორივე პარტნიორის ჯანმრთელობის მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში დანიშნავს დამატებით გამოკვლევებს და შეადგენს ინდივიდუალურ მკურნალობის გეგმას

Scroll to Top