ინსემინაცია (IUI)

ინსემინაცია (IUI) არის დამხმარე რეპროდუქციული მეთოდი, რომლის დროსაც სპეციალურად დამუშავებული სპერმა შეჰყავთ საშვილოსნოში. პროცედურა გამოიყენება მსუბუქი ფორმის უნაყოფობის ან გაურკვეველი ეტიოლოგიის უნაყოფობის შემთხვევაში. მისი მიზანია ორსულობის მიღწევის ალბათობის გაზრდა ბუნებრივ პროცესთან მაქსიმალურად მიახლოებული გზით.

ინსემინაცია შეიცავს:

რეპროდუქციული მდგომარეობის შეფასებას

ოვულაციის მონიტორინგს ულტრაბგერითი კვლევის საშუალებით

საჭიროების შემთხვევაში ოვულაციის მედიკამენტურ სტიმულაციას

სპერმის მიღებას და სპეციალურ ლაბორატორიულ დამუშავებას

დამუშავებული სპერმის ხარისხის შეფასებას

სპერმის ინტრაუტერინულ შეყვანას სპეციალური კათეტერის საშუალებით

პროცედურის შემდგომ დაკვირვებას

საჭიროების შემთხვევაში ჰორმონალურ მხარდაჭერას

ინსემინაცია (IUI), ინ ვიტრო განაყოფიერებასთან (IVF) შედარებით, ნაკლებად ინვაზიურია და წარმოადგენს მარტივ და ხელმისაწვდომ მეთოდს. ის არის უსაფრთხო და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

ცენტრში ინსემინაცია (IUI) წარიმართება ულტრაბგერითი მონიტორინგის დახმარებით, რაც კიდევ უფრო ზრდის პროცედურის წარმატების შანსებს.

Scroll to Top