რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
ჩვენი კლინიკა წარმოადგენს თანამედროვე სამედიცინო სივრცეს, რომელიც ორიენტირებულია პაციენტისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე. უახლესი აპარატურისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდის დახმარებით, უზრუნველვყოფთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, უმაღლესი ხარისხის მომსახურება.
ჩვენ შესახებ
რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „უნივერსი“

„უნივერსი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ინოვაციური სამედიცინო დაწესებულებაა ამიერკავკასიაში. ის სარგებლობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პაციენტების დიდი ნდობით.
კლინიკა სრულად არის აღჭურვილი უახლესი ტექნოლოგიებით და პაციენტებს სთავაზობს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლეს მეთოდებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინდივიდუალურ მიდგომას, რაც თითოეული პაციენტის მდგომარეობის დეტალურ შეფასებასა და საჭიროებების გათვალისწინებას ეფუძნება.
ძირითადი მიმართულებები
ჩვენი სერვისები
ლაბორატორიული კვლევები
ლაბორატორიული კვლევები წარმოადგენს უნაყოფობის დიაგნოსტიკისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შეფასების მნიშვნელოვან ეტაპს. ცენტრში ტარდება ლაბორატორიული ანალიზების სრული სპექტრი.
ანდროლოგის კონსულტაცია
ანდროლოგის კონსულტაციის მიზანია მამაკაცის უნაყოფობის, ერექციული დისფუნქციისა და ჰორმონალური დარღვევების დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.
უროლოგის კონსულტაცია
უროლოგის კონსულტაციის მიზანია მამაკაცის შარდ-სასქესო ორგანოების სრულფასოვანი შეფასება, რაც მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა მამაკაცის უნაყოფობის, ერექციული დისფუნქციისა და ჰორმონალური დარღვევების კვლევისას.
დაიწყეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დღესვე
ჩვენი გუნდი
გაეცანით ჩვენს პროფესიონალებს
რატომ ჩვენ
გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, რომელიც ეფუძნება ინოვაციურ მიდგომებს და თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ტექნოლოგიებს.
19+ წლიანი გამოცდილება
ვემსახურებით პაციენტებს ეთიკისა და სამედიცინო სტანდარტების სრული დაცვით.
წამყვანი სამედიცინო ცენტრი
ვნერგავთ თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკებს და მუდმივად ვაუმჯობესებთ მომსახურების ხარისხს.
პაციენტებზე ორიენტირებული მიდგომა
ვქმნით კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს თითოეული პაციენტისათვის.

ბლოგი
უნაყოფობა
უნაყოფოდ განიხილება წყვილი, როდესაც 1 წლის განმავლობაში რეგულარული, დაუცველი სქესობრივი ცხოვრების ფონზე არ აღინიშნება ორსულობა. უნაყოფობის სიხშირე შვილოსნობის ასაკის წყვილებში სხვადასხვა კვლევებით 10 – 15% შეადგენს. ბოლო წლების მონაცემების მიხედვით, უნაყოფობის მიზეზთა სტრუქტურა შემდეგნაირად ფასდება: მამაკაცის ფაქტორით განპირობებული – 40%, ქალის ფაქტორით განპირობებული – 40 %, კომბინირებული ( ქალი და მამაკაცი ერთდროულად) – 10 % , უცნობი გენეზის უნაყოფობა – 10 %. თავისთავად ქალისა და მამაკაცის უნაყოფობას სხვადასხვა მიზეზები აქვს. მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უნაყოფობა ცალკე იქნება განხილული. ქალის უნაყოფობის ყველაზე ხშირ მიზეზებს წარმოადგენს ენდოკრინული უნაყოფობა (ოვულაციის დარღვევა, ანოვულაცია ) – 30-40 % და მილისმიერი და პერიტონეალური უნაყოფობა – 30-40 %. […]
გჭირდებათ დახმარება?
დაგვიკავშირდით
ტელეფონი:
(+995) 579 97 98 88
ელ.ფოსტა
