სათესლე ჯირკვლების ულტრაბგერითი კვლევა
სათესლე ჯირკვლების ულტრაბგერითი კვლევა რადიოლოგიური დიაგნოსტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც საშუალებას იძლევა შეფასდეს სათესლე ჯირკვლებისა და მიმდებარე ქსოვილების სტრუქტურა, დროულად გამოვლინდეს სხვადასხვა პათოლოგიური ცვლილება და დაიგეგმოს შესაბამისი მართვის ტაქტიკა.
კვლევა ტარდება თანამედროვე, მაღალი რეზოლუციის ულტრაბგერითი აპარატურითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს ზუსტ და სანდო დიაგნოსტიკურ შედეგებს.
რას აფასებს სათესლე ჯირკვლების ულტრაბგერითი კვლევა?
კვლევის დროს ფასდება:
სათესლე ჯირკვლების ზომა, ფორმა და სტრუქტურა;
ეპიდიდიმის (სათესლე ჯირკვლის დანამატის) მდგომარეობა;
ანთებითი პროცესების ნიშნები;
კისტები, სიმსივნური წარმონაქმნები და სხვა სტრუქტურული ცვლილებები;
ვარიკოცელესა და ჰიდროცელეს ნიშნები;
ტრავმული დაზიანებები;
საჭიროების შემთხვევაში, სისხლის მიმოქცევა დოპლერული შეფასებით.
ხშირად დასმული კითხვები
როდის არის რეკომენდებული სათესლე ჯირკვლების ულტრაბგერითი კვლევა?
კვლევა რეკომენდებულია სათესლე ჯირკვლების ტკივილის, შეშუპების, მოცულობის ცვლილების, ტრავმის ან სხვა საეჭვო ცვლილების დროს.
რას აჩვენებს სათესლე ჯირკვლების ულტრაბგერითი კვლევა?
კვლევა საშუალებას იძლევა შეფასდეს სათესლე ჯირკვლებისა და ეპიდიდიმის სტრუქტურა და გამოვლინდეს სხვადასხვა ცვლილება, მათ შორის კისტა, ჰიდროცელე, ვარიკოცელე და სხვა პათოლოგიური მდგომარეობა.
უსაფრთხოა თუ არა სათესლე ჯირკვლების ულტრაბგერითი კვლევა?
დიახ. კვლევა არ იყენებს რადიაციულ დასხივებას და წარმოადგენს უსაფრთხო, არაინვაზიურ დიაგნოსტიკურ მეთოდს.
გამოიყენება თუ არა დოპლერული კვლევა?
საჭიროების შემთხვევაში, ულტრაბგერით კვლევას შეიძლება დაემატოს დოპლერული შეფასება, რომელიც სათესლე ჯირკვლებსა და მიმდებარე სტრუქტურებში სისხლის მიმოქცევის შეფასების საშუალებას იძლევა.
მნიშვნელოვანია თუ არა კვლევა მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის?
დიახ. კვლევა საშუალებას იძლევა შეფასდეს სათესლე ჯირკვლებისა და მიმდებარე სტრუქტურების მდგომარეობა, რაც შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ნაყოფიერებასთან დაკავშირებული პრობლემების შეფასებისას.
რატომ უნდა ავირჩიოთ „უნივერსი“ სათესლე ჯირკვლების ულტრაბგერითი კვლევისთვის?
რეპროდუქციულ მედიცინის ცენტრ Universe-ში კვლევა ტარდება თანამედროვე, მაღალი რეზოლუციის ულტრაბგერითი აპარატურით და კვალიფიციური სპეციალისტების მიერ, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.
