მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია

მეან-გინეკოლოგის კონსულტაციის მიზანია ქალის ზოგადი რეპროდუქციული ჯანმრთელობის შეფასება, ორსულობის დაგეგმვა ან უკვე მიმდინარე ორსულობის მონიტორინგი.

კონსულტაცია მნიშვნელოვანია როგორც ორსულობის დაგეგმვის ეტაპზე, ასევე უკვე მიმდინარე ორსულობის დროს. ვიზიტის ფარგლებში ექიმი აფასებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სამედიცინო ისტორიას, საჭიროების შემთხვევაში ნიშნავს დამატებით ლაბორატორიულ კვლევებს და ინდივიდუალურად ადგენს შემდგომი მართვისა და მკურნალობის გეგმას. 
რეგულარული კონსულტაცია ხელს უწყობს ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ორსულობის უსაფრთხო მიმდინარეობას და დედისა და ნაყოფის კეთილდღეობას. 

მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია შეიცავს:

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

დეტალური სამედიცინო ისტორიის (ანამნეზის) შეკრებასა და შეფასებას

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

გინეკოლოგიურ კლინიკურ გასინჯვას

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

მენჯის ორგანოების ულტრაბგერით კვლევას

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

ლაბორატორიულ და ჰორმონალურ ანალიზებ

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

მენსტრუალური ციკლის დარღვევების დიაგნოსტიკასა და მართვას

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

ანთებითი გინეკოლოგიური დაავადებების შეფასებასა და მკურნალობას

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

ჰორმონალური დისბალანსის დიაგნოსტიკასა და მართვას

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

უნაყოფობის შესაძლო მიზეზების დადგენას

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

ორსულობის მონიტორინგს

დეკორატიული აღნიშვნის ხატულა

თანამედროვე გაიდლაინებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად


ხშირად დასმული კითხვები

როდის არის რეკომენდებული მეან-გინეკოლოგთან კონსულტაცია?

მეან-გინეკოლოგთან ვიზიტი რეკომენდებულია როგორც პროფილაქტიკური შემოწმებისთვის, ასევე მენსტრუალური ციკლის დარღვევების,ჰორმონალური ცვლილებების, ორსულობის დაგეგმვის, ორსულობის მიმდინარეობის მონიტორინგისა და სხვა გინეკოლოგიური ჩივილების შემთხვევაში.

კონსულტაციის დროს ექიმი აგროვებს სამედიცინო ისტორიას, აფასებს პაციენტის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, საჭიროების შემთხვევაში ატარებს გინეკოლოგიურ გასინჯვას, ნიშნავს ლაბორატორიულ ან ინსტრუმენტულ კვლევებს და ადგენს ინდივიდუალური მკურნალობის ან შემდგომი დაკვირვების გეგმას.

საჭიროების მიხედვით ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ულტრაბგერითი კვლევა, HPV ტესტირება, ჰორმონული ანალიზები, ლაბორატორიული კვლევები ან სხვა დამატებითი გამოკვლევები დიაგნოზის დასაზუსტებლად.

თუ განსაკუთრებული ჩივილები არ გაქვთ, რეკომენდებულია პროფილაქტიკური გინეკოლოგიური კონსულტაციის ჩატარება წელიწადში ერთხელ. ექიმმა შესაძლოა ინდივიდუალური ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე განსხვავებული სიხშირეც გირჩიოთ.

 

დიახ. მეან-გინეკოლოგი აფასებს თქვენს რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, საჭიროების შემთხვევაში ნიშნავს წინასაორსულო კვლევებს და გაწვდით რეკომენდაციებს უსაფრთხო და ჯანმრთელი ორსულობის დაგეგმვისთვის.

დიახ. კლინიკაში შესაძლებელია ორსულობის მეთვალყურეობა, რეგულარული კონსულტაციები და საჭირო დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის.

Scroll to Top