სერვისები

რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „უნივერსი“

რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „უნივერსი“ გთავაზობთ თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სერვისებს, რომლებიც უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის ნაყოფიერების შეფასებას, უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების პრევენციასა და მკურნალობას. ცენტრი აერთიანებს მრავალპროფილურ სამედიცინო გუნდს და უახლეს დიაგნოსტიკურ-ლაბორატორიულ ტექნოლოგიებს.

კლინიკაში ხელმისაწვდომია გინეკოლოგიური, ანდროლოგიური და რეპროდუქციული სერვისები, თანამედროვე ლაბორატორიული და რადიოლოგიური დიაგნოსტიკა, ასევე, ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) და ინსემინაცია (IUI).

ინსემინაცია (IUI)

ინსემინაცია (IUI) არის დამხმარე რეპროდუქციული მეთოდი, რომლის დროსაც სპეციალურად დამუშავებული სპერმა შეჰყავთ საშვილოსნოში. პროცედურა გამოიყენება მსუბუქი ფორმის უნაყოფობის ან გაურკვეველი ეტიოლოგიის უნაყოფობის შემთხვევაში. მისი მიზანია ორსულობის მიღწევის ალბათობის გაზრდა ბუნებრივ პროცესთან მაქსიმალურად მიახლოებული გზით.

ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF)

ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) წარმოადგენს დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიას, რომელიც გამოიყენება უნაყოფობის მკურნალობისას. მისი მიზანია ფიზიოლოგიური ორსულობის მიღწევა უსაფრთხო გარემოში.

რადიოლოგიური დიაგნოსტიკა

რადიოლოგიური დიაგნოსტიკა მოიცავს ულტრაბგერით კვლევებსა და ჰისტეროსალპინგოგრაფიას რეპროდუქციული სისტემის დეტალური შეფასებისთვის.

ლაბორატორიული კვლევები

ლაბორატორიული კვლევები წარმოადგენს უნაყოფობის დიაგნოსტიკისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შეფასების მნიშვნელოვან ეტაპს. ცენტრში ტარდება ლაბორატორიული ანალიზების სრული სპექტრი.

ანდროლოგის კონსულტაცია

ანდროლოგის კონსულტაციის მიზანია მამაკაცის უნაყოფობის, ერექციული დისფუნქციისა და ჰორმონალური დარღვევების დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

უროლოგის კონსულტაცია

უროლოგის კონსულტაციის მიზანია მამაკაცის შარდ-სასქესო ორგანოების სრულფასოვანი შეფასება, რაც მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა მამაკაცის უნაყოფობის, ერექციული დისფუნქციისა და ჰორმონალური დარღვევების კვლევისას.

რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია

რეპროდუქტოლოგის კონსულტაციის მთავარი მიზანი ქალებსა და მამაკაცებში უნაყოფობის მიზეზების დადგენა და მკურნალობის გეგმის შემუშავებაა.

მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია

მეან-გინეკოლოგის კონსულტაციის მიზანია ქალის ზოგადი რეპროდუქციული ჯანმრთელობის შეფასება, ორსულობის დაგეგმვა ან უკვე მიმდინარე ორსულობის მონიტორინგი.

გჭირდებათ დახმარება?

დაგვიკავშირდით

ტელეფონი:

(+995) 579 97 98 88

ელ.ფოსტა

Scroll to Top